ფეხბურთი

12:10 | 25.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისი ევრო-2028-ის მასპინძლობას გეგმავს

ინგლისს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ჩატარებაზე პრეტენზია არ აქვს, მაგრამ 2028 წელს ევროპის პირველობის მასპინძლობა სურს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი იუწყება.

“სიმართლე ისაა, რომ ინგლისის, როგორც ევროპული ქვეყნის, მსოფლიოს 2026 წლის მასპინძლობის შანსი ნოლის ტოლფასია. ამასთანავე, ვიდრე ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერია, მსოფლიო პირველობის მასპინძლობაზე პრეტენდენტობას არ ვაპირებთ. ჩვენთვის უფრო საინტერესო ევრო-2028-ის ჩატარებისთვის ბრძოლაა, მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ შორია” – განაცხადა საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა გრეგ დაიკმა.

0.12053