ჭიდაობაში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ დღეს ხალიჩაზე 4 ქართველი ფალავანი გავიდა და ყველა მათგანმა მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონები გახდნენ ზურაბ ერბოწონაშვილი (74) და ომარ გუსოშვილი (97), ვერცხლს ზურაბ იაკობიშვილი (65) დაეუფლა, ბრინჯაოს კი – ბექა ბუჯიაშვილი (57).
ერბოწონაშვილმა ფინალში სომეხი გრიგორ გრიგორიანი დაამარცხა (1:1), გუსოშვილმა აზერბაიჯანელი ნურმაგომედ გაჯიევი დაამარცხა (9:4), იაკობიშვილმა იტალიელ ფრანკ ჩამიზოსთან დათმო ფინალი (0:6), ბუჯიაშვილმა კი ბრინჯაოს ფინალში აზერბაიჯანელი ჰასანზადე გაანადგურა 13:1.
გუნდის მთავარი მწვრთნელი შაკო ბედინეიშვილი გახლავთ.
დღეს, ხალიჩაზე გიორგი შამათავას (61), ალექსანდრე ჯაჭვაძეს (70), ირაკლი მწითურს (86) და გიორგი მეშვილდიშვილს (125) ვიხილავთ.