ჩოგბურთი

0:53 | 25.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაიას წარმატებული სტარტი

საფრანგეთის ქალაქ ლე ავრში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირზე მე-5 ნომრად განთესილი სოფო ქვაცაბაია პირველ რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე ფრანგ ტესა ანდრიანჯაფიტრიმოს გაეჯიბრა და 4:6, 7:5, 6:1 სძლია.

საწყისი რაუნდის მატჩი ჯერაც ჩასატარებელი აქვს მე-3 განთესვის მქონე ეკატერინე გორგოძეს. მისი მეტოქე ასევე “უაილდ ქარდით” მოთამაშე ფრანგი მარგო დეკერი იქნება.

წყვილთა რეიტინგში პირველი რეიტინგით მოასპარეზე გორგოძემ და ქვაცაბაიამ გერმანელ ტაისია და იანა მორდერგერებს 6:2, 7:5 სძლიეს და ნახევარფინალში გააღწიეს.

10-ათასიანი ტურნირი მიმდინარეობს ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხშიც. ოქსანა კალაშნიკოვა ძალებს შვეიცარიელ კარინ კენელსთან მოსინჯავს, მარიამ ბოლქვაძე კი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – რუს ირინა ლიდკოვსკაიას ეთამაშება.

წყვილებში ბოლქვაძემ და ბრიტანელმა დანიელე კონოტოპცევამ ბრიტანელვე დეიგმანთან და ინდოელ რედის 1:6, 4:6 წააგეს.

0.119411