ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი მეტა უორლდ პისი იტალიური “კანტუს” წევრი გახდა, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი გახდა.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის მეტა ვორლდ პისი იგივე რონ არტესტია, რომელიც 2010 წელს “ლოს ანჟელეს ლეიკერსის” მაისურით ნბა-ს ჩემპიონიც კი ყოფილა. ამას გარდა, ამერიკელ ფორვარდს “ჩიკაგოს”, “ინდიანას”, “საკრამენტოს”, “ჰიუსტონისა” და “ნიქსის” ღირსებაც დაუცავს, ბოლოს კი ჩინეთის ჩემპიონატში “სიჩუან ბლუ ვეილსში” თამაშობდა.
კანტუელთა ოფიციალური “ტვიტერის” ცნობით, მეტა ვორლდ პისი სერია ა-ში სეზონის ბოლომდე ითამაშებს, კონტრაქტის ხელმოწერის ცერემონიალი კი უახლოეს დღეებში შედგება.