ფეხბურთი

23:09 | 24.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხი: “არ მინდა კიდევ ერთი ასეთი სეზონი ჩავატარო”

ლონდონის “ჩელსის” კარის დარაჯი პეტრ ჩეხი გუნდში შექმნილი სიტუაციით კმაყოფილი არაა და აცხადებს, რომ ის კიდევ ერთი ასეთი სეზონის ჩასატარებლად მზად არაა.

მას შემდეგ, რაც ლონდონურ კლუბში ტიბო კურტუა მივიდა, ჩეხმა მეკარემ მხოლოდ 14 თამაში ჩაატარა, აქედან 5 პრემიერლიგაში.

“არ ვიცი, რას ფიქრობენ კლუბში. როგორც ჩანს, ტიბო კურტუასა და ჩემი დუეტი კარგად მუშაობს, მაგრამ ის ერთ სეზონზე დიდხანს ვერ იმუშავებს. კიდევ ერთი ასეთი სეზონის ჩატარება არ მინდა.

ჭორების გავრცელება გარდაუვალია, მაგრამ გადაწყვეტილებას ზაფხულამდე არ მივიღებ. კლუბის ხელმძღვანელობასთან და მწვრთნელებთან უნდა დავილაპარაკო და ყველაფერი ავწონ-დავწონო.”

ჩეხმა კომენტარი “რეალში” მის შესაძლო გადასვლაზეც გააკეთა: “თუ შემოთავაზება იქნება, მას განვიხილავ. არსებობს წინადადებები, რომლებზე უარის თქმაც არ შეიძლება.”

0.118549