ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა გუნდის შეკრებაზე რაიან მეისონს უხმო.
ინგლისს 27 და 31 მარტს ლიტვასთან (ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი) და იტალიასთან (ამხანაგური) ელის შეხვედრები. წინასწარ გამოცხადებულ შემადგენლობაში “ლივერპულის” ნახევარმცველი ადამ ლალანა მოხვდა, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ მან საზარდული იტკინა და ნაკრების მწვრთნელსაც ცვლილებების განხორციელება მოუხდა.
ასე უხმო ჰოჯსონმა “სამი ლომის” შემადგენლობაში “ტოტენჰემის” შემტევ ნახევარმცველ რაიან მეისონს. 23 წლის ფეხბურთელმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 23 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. თუ მწვრთნელმა ის მოედანზე შეუშვა, მეისონისთვის ეს სანაკრებო დებიუტი იქნება.