ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ “ლივერპულის” სლოვაკ მცველ მარტინ შკრტელს ბრალდება წაუყენა.
“მანჩესტერ იუნაიტედთან” 1:2 წაგებულ შეხვედრაში, 30 წლის ფეხბურთელმა მეტოქის მეკარე დავიდ დე ხეას ფეხზე დააბიჯა. ეპიზოდის ჩანაწერის ხილვის შემდეგ, საფეხბურთო ასოციაციის წევრებმა შკრტელი უხეშ თამაშში დაადანაშაულეს.
ახლა მარტინს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. მას პასუხის გასაცემად დრო სამშაბათს საღამომდე აქვს, რის შემდეგაც სასჯელი ძალაში შევა. თუ არაფერი შეიცვლება, შკრტელი გუნდს “არსენალთან”, “ბლექბერნთან” (ინგლისის თასზე) და “ნიუკასლთან” მატჩებში დააკლდება.