თამაშგარე

10:29 | 24.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხელიდან ჩოგნის გამგდები სერბი მოდელი

იყო დრო, როდესაც სერბ სუპერ-მოდელს, ბოიანა პანიჩს ხელში ჩოგანი ეჭირა და გამალებით იქნევდა, მაგრამ მოძალებულმა ტრავმებმა მის სპორტულ კარიერას ხელი შეუშალა და მშვენიერი ბოიანა იძულებული გახდა, ხელიდან ჩოგანი გაეგდო და სამოდელო სახლებთან გაფორმებული კონტრაქტები დაეჭირა.

ამჟამად ბოიანა პანიჩი საფრანგეთში მოღვაწეობს, თუმცა მშობლიურ ბელგრადშიც ხშირად აწყობს ჩვენებებს და თუკი “ფეშენ” თემებზე მოსაუბრე ევროპულ მედიას დავუჯერებთ, ეს ის მოდელია, რომელმაც მსოფლიო სამოდელო ბიზნესში თავისი ორიგინალური სტილი და მანერა დაამკვიდრა.

ბოიანას გადაწყვეტილი აქვს, რომ როდესაც მსახვრალი წლები თავისას გაიტანენ და მოქმედი მოდელის კარიერის დასრულების ნიშნად, მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ლურსმანზე ჩამოჰკიდებს, სერბეთში სამოდელო სტუდიას გახსნის და თანამემამულე ლამაზმანებს ევროპისაკენ მიმავალ წარმატების გზას გაუკვალავს. პატრიოტიზმიც ამას ქვია!

0.150551