ფეხბურთი

20:25 | 23.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის 26-ე ტურის სიმბოლური

ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ Kicker–მა ბუნდესლიგის 26-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ორ-ორი მოთამაშეა წარდგენილი “მაინციდან”, “ფრაიბურგიდან”, “ლევერკუზენიდან” და “მიუნხენგლადბახიდან”.

მიმდინარე ბუნდესლიგის სიმბოლურში მეოთხედ მოხვდა “დორტმუნდის” თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობემიანგი, რაც ტურის გუნდში წარდგენილ მოთამაშეებს შორის საუკეთესო შედეგია.

26-ე ტურის სიმბოლური ასე გამოიყურება:

მეკარე:
ბიურკი (“ფრაიბურგი”);
მცველები: ლანგკამპი (“ჰერტა”), ა.დომინგესი (“მიუნხენგლადბახი”), ბუნგერტი (“მაინცი”);
ნახევარმცველები: გეისი (“მაინცი”), როლფესი, ბელარაბი (“ლევერკუზენი”), შმიდტი (“ფრაიბურგი”), მაქსიმი (“შტუტგარტი”);
თავდამსხმელები: რაფაელი (“მიუნხენგლადბახი”), ობემიანგი (“დორტმუნდი”).

თეგებიბუნდესლიგა
0.119502