რომის “ლაციოს” 36 წლის გერმანელმა თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ Kიცკერ-თან თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
“ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცი სეზონის დასრულების შემდეგ რას ვიზავ. ჩემს ოჯახს შევხვდები და ერთად ვიმსჯელებთ ჩემს მომავალზე. მაგრამ როცა კარიერას დავასრულებს, მინდა მწვრთნელი გავხდე. ჯერ ახალგაზრდულ კლუბს ჩავიბარებ, შემდეგ ყველა გამოცდას ჩავაბარებ. ჩემი მიზანია, ბუნდესლიგის რომელიმე გუნდის მთავარი მწვრთნელი გავხდე”- განაცხადა კლოზემ.
კლოზე “ლაციოს” ღირსებას 2011 წლიდან იცავს. გერმანელ გოლეადორს რომაულ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონს ბოლოს ეწურება.