უელსური “სუონსი” მადრიდის “ატლეტიკოს” საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელით ლეო ბაპტიშტაოთი დაინტერესდა – იუწყება რამდენიმე ბრიტანული გამოცემა.
მიმდინარე სეზონს ბრაზილიელი ფორვარდი “რაიო ვალეკანოში” ატარებს იჯარის წესით და საკმაოდ კარგად გამოიყურება (ლა ლიგის 23 შეხვედრაში 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემა). გარი მონკს 22 წლის ფორვარდის დამატება ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სურს და მზადაა მასში 4 მილიონი ფუნტი გაიღოს.
ბაპტიშტაოს “ატლეტიკოსთან” მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს.