ფეხბურთი

3:35 | 23.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ელ კლასიკომ” ლა ლიგაში ლიდერი გამოკვეთა (+VIDEO)

ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში გამართული “ელ კლასიკოს” შემდეგ ლა ლიგაში ერთპიროვნული ლიდერი გამოიკვეთა. კატალონიურმა “ბარსელონამ” მადრიდის “რეალი” მინიმალური სხვაობით დაამარცხა და ოთხი ქულით გაიჭრა წინ.

პირველ ნახევარში უფრო მეტი საგოლე ეპიზოდი სტუმრებს შეექმნათ. გამოსარჩევია ქარიმ ბენზემას ძალიან კარგი თამაში. ფრანგი ფორვარდი მთელი მატჩის განმალობაში ძალიან აქტიური გახლდათ და საგოლე გადაცემის ავტორიც გახდა. პირველი საგოლე მომენტი სწორედ ბენზემას კარგი თამაშის შემდეგ შეიქმნა, მან ჩინებული გადაცემა გაუკეთა რონალდუს, რომლის ახლო მანძილიდან დარტყმული ხარიხამ მოიგერია. მასპინძელთა პირველივე საგოლე შანსი გატანილი გოლით დასრულდა, მე-19 წუთზე მესიმ სტანდარტულიდან მოაწოდა, საჯარიმოში სერხიო რამოსს ჟერემი მატიემ დაასწრო და ანგარიში გახსნა. 30-ე წუთზე მასპინძლებს მეორეს გატანაც შეეძლოთ, თუმცა ნეიმარმა 100%-იანი შანსი გაატანა ქარს და ამისთვის მისი გუნდი ერთ წუთში დაისაჯა. ბენზემამ კვლავ შესანიშნავად ითამაშა, რონალდუს ქუსლით დაუტოვა ბურთი და პორტუგალიელმაც ანგარიში გაათანაბრა. ტაიმის ბოლოს მადრიდელები აშკარად აღემატებოდნენ მეტოქეს, მატეუ ლაოსმა გარეტ ბეილს საეჭვო ვითარებაში გააუქმა გოლი, ხოლო ერთ მომენტში უელსელმა ოდნავ ააცილა ბრავოს კარს. კარგი მომენტი ჰქონდა რონალდუსაც, მაგრამ მისი შორეული გასროლილი ჩილელმა კიპერმა კუთხურზე მოიგერია.

მეორე ტაიმშიც პირველი მომენტი “ბლანკოსმა” შექმნა. სტუმართა კონტრშეტევა ქარიმ ბენზემას დარტყმით დასრულდა, მაგრამ კვლავ ბრავომ ივარგა. პირველი ნახევრის მსგავსად, “ბარსელონამ” შესვენების შემდგომ შექმნილი პირველივე შანსი გოლად აქცია. დანი ალვეშმა საკუთარი ნახევრიდან ბრწყინვალე პასი გაუკეთა ლუისს სუარესს, რომელმაც თავის შანსი გამოიყენა. საუბარი შეიძლება იკერ კასილასის პოზიციურ შეცდომაზეც, ურუგვაელის დარტყმა აუღებელთა კატეგორიას ნამდვილად არ მიეკუთვნებოდა. გაშვებულმა გოლმა “თეთრებზე” ცუდად იმოქმედა. კარლო ანჩელოტის შეგირდები დაიბნენ და შეცდომებს უმატეს, რაც თამაშში მალევე აისახა და მასპინძლებს მესამეს გატანა რამდენჯერმე შეეძლოთ. ერთ ეპიზოდში ნეიმარმა შესანიშნავად ითამაშა, სამი მეტოქე ჩამოიშორა, თუმცა კასილასის კარს ააცილა. გატანა შეეძლო ლიონელ მესისაც, რომლის დარტყმულიც სანტიმეტრებით ასცდა მეტოქის კარის ჩარჩოს. არგენტინელმა ძალიან კარგი შეუქმნა ნეიმარს, რომელმაც კიდევ ერთი შანსი ვერ გამოიყენა. გამოუყენებელი მომენტების გამო, “ბარსელონა” კინაღამ მეორედ დაისაჯა. ქარიმ ბენზემას დარტყმული ხავიერ მასკერანოს მოხვდა, თუმცა ბრავომ კვლავ ჩინებულად ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. მეტი რეალური ეპიზოდი მადრიდელებს აღარ ჰქონიათ. სამაგიეროდ, “ბარსელონას” კიდევ სამჯერ შეეძლო გატანა. მესისა და ალბას კასილასმა აჯობა, ხოლო ლუის სუარესმა, რომელმაც შესანიშნავად ჩამოიშორა კარვახალი, ოდნავ ააცილა მადრიდელთა კარს – 2:1.

“სევილიამ” ბოლო 10 დღეში მესამედ დაამარცხა “ვილიარეალი”. ევროპა ლიგური შეხვედრების მსგავსად, ტერიტორიული უპირატესობა ამჯერადაც “ყვითელ წყალქვეშა ნავებს” ჰქონდათ, თუმცა სწორი ტაქტიკისა და იღბლის წყალობით ანდალუსიელებმა კვლავ იმარჯვეს. “ვილიარეალმა” ორჯერ მოარტყა რიკოს კარის ძელს, ხოლო ერთ შემთხვევაში პარეხამ ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. სტუმრებმა პირველი გოლი კონტრშეტევაზე გაიტანეს 49-ე წუთზე. ფიგეირაშმა შესანიშნავად ითამაშა და დასარტყმელ პოზიციაზე მყოფ კოკეს ქუსლით დაუტოვა ბურთი, რომელმაც თავის შანსი გამოიყენა. 65-ე წუთზე კი ვიტოლომ ესპანეთის ნაკრებში გამოძახება გოლით აღნიშნა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა – 0:2.

სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადმა” შინ “კორდობას” ზედიზედ მეცხრე მარცხი აგემა, რაც გასაკვირი არაა, რადგანაც სტუმრები მე-6 წუთიდან 10 კაცით თამაშობდნენ, ხოლო შეხვედრის ბოლოს კიდევ ორი მოთამაშე გაუძევეს და მატჩი 8 ფეხბურთელით ჩაამთავრეს. მიუხედავად ამისა, ანდონეს მიერ 12-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით ანდალუსიელები ცოტა ხანს იგებდნენ. 33-ე წუთზე იმანოელ აგირეჩემ წონასწრობა აღადგინა და ტაიმის ფრედ დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარში ჩორი კასტრომ და შეცვლაზე შემოსულმა ალფრედ ფინბოგასონმა კიდევ ორჯერ აიღეს კარლოსის კარის ბადე – 3:1. აღსანიშნავია, რომ ორთვიანი პაუზის შემდეგ მოედანს კარლოს ველა დაუბრუნდა, რომელმაც მესამე გოლი გაატანინა ფინბოგასონს.

ლა კორუნიის “დეპორტივომ” შინ “ესპანიოლი” მიიღო და ნულოვანი ფრე ეთამაშა. შესაბამისად, გალისიელები სახიფათო ზონასთან კვლავ ახლოს არიან.

დეპორტივო – ესპანიოლი 0:0

ლა კორუნია, “რიასორი”

დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრი, სიდნეი, ლოპო, ლუისინიო, ხუანფრანი, ბერგენტინოსი (ხ.დომინგესი 76), ბორგესი, ფარინა (სალომაო 59), კავალეირო, ლ.პერესი, რიერა (ტოჩე 68).
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი

ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია, ალვარო, ჰ.მორენო, დუარტე, არბილია, კანიასი (მონტანესი 71), ხ.ლოპესი, სევილია (მატიონი 79), ლუკასი, ვ.სანჩესი, კაისედო (სტუანი 54).
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

გაფრთხილებები: ლოპო, სიდნეი, ბორგესი, ბერგენტინოსი – ვ.სანჩესი, ხ.ლოპესი, დუარტე, ალვარო
მსაჯი: ფერნანდო ტეიშეირა ვიტიენესი
ბურთის ფლობა:
55%-45%, დარტყმა: 14(1)-7(2), ჯარიმა: 10-16, კუთხური: 2-2, თამაშგარე: 3-4, სეივი: 2-1

ვილიარეალი – სევილია 0:2 (0:0)

ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, ბაილი, გასპარი, რუკავინა, მუსაჩიო, პინა, ჯონათანი (ტრიგეირასი 59), მ.გომესი, კემპბელი (ვიეტო 59), ხ.მორენო, ჯოვანი (უჩე 71).
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, კოლოძიეჩაკი, პარეხა, კოკე, ტრემულინასი (ფ.ნავარო 50), მ’ბია, იბორა (ბანეგა 61), კარისო, ფიგეირაში, ვიტოლო, ბაკა (ასპასი 80).
მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 0:1 კოკე (49), 0:2 ვიტოლო (65).
გაფრთხილებები: მ.გომესი, მუსაჩიო – ფ.ნავარო
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 23(5)-9(5), ჯარიმა: 11-16, კუთხური: 8-2, თამაშგარე: 2-3, სეივი: 3-5

სოსიედადი – კორდობა 3:1 (1:1)

სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-2-3-1): რული, ი.მარტინესი, ანსოტეგი, ბერჩიჩი, ზალდუა, პარდო, გრანერო (ველა 67), ჩ.კასტრო (ბერგარა 80), კანალესი, პრიეტო, აგირეჩე (ფინბოგასონი 89).
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

კორდობა (4-2-3-1): ხ.კარლოსი, ი.ლოპესი, პანტიჩი, გუნინო, პინილიოსი, ზუკულინი (ფიდელი 50), კრინი, ჰელდონი (ლუსო 35), ბ.გარსია, ბებე, ანდონე (კარტაბია 80).
მწვრთნელი: ხოსე ანტონიო რომერო

გოლები: 0:1 ანდონე (12), 1:1 აგირეჩე (33), 2:1 ჩ.კასტრო (76), 3:1 ფინბოგასონი (92).
გაფრთხილებები: ანსოტეგი – ჰელდონი, ზუკულინი, ხ.კარლოსი, ბებე, კარტაბია
გაძევებები: პანტიჩი (6), ი.ლოპესი (81), პინილიოსი (93).
მსაჯი: ველასკო კარბალიო
ბურთის ფლობა: 69%-31%, დარტყმა: 19(3)-11(6), ჯარიმა: 9-16, კუთხური: 9-5, თამაშგარე: 4-0, სეივი: 5-0

ბარსელონა – რეალი 2:1 (1:1) (VIDEO)

ბარსელონა, “ნოუ კამპი”

ბარსელონა (4-3-3):
ბრავო, პიკე, მასკერანო, ალბა, ალვეში, მატიე, რაკიტიჩი (ბუსკეტსი 76), ინიესტა (ხავი 80), ნეიმარი (რაფინია 85), ლ.სუარესი, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

რეალი (4-3-3): კასილასი, რამოსი, პეპე (ვარანე 73), კარვახალი, მარსელო, კროოსი, მოდრიჩი (ლ.სილვა 88), ისკო (ხესე 80), ბეილი, რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 1:0 მატიე (19), 1:1 რონალდუ (31), 2:1 ლ.სუარესი (56)
გაფრთხილებები: სუარესი, ალბა, მასკერანო, ინიესტა, ალვეში – პეპე, რონალდუ, რამოსი, კარვახალი, მოდრიჩი, ისკო
მსაჯი: მატეუ ლაოსი
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 17(5)-13(4), ჯარიმა: 9-14, კუთხური: 7-10, თამაშგარე: 3-1, სეივი: 3-3

თეგებილა ლიგა
0.221726