ფეხბურთი

0:17 | 23.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყენიას გუნდის გასვლითი მარცხი

ჩეხეთი

ჩეხეთის ჩემპიონატში “ბრნომ” საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა პრაღის “სლავია.” დამარცხებულთა შორის სრულად ითამაშა ლევან ყენიამ, 77-ე წუთზე კი ქართველმა ნახევარმცველმა ყვითელი ბარათი მიიღო.

რუმინეთი

“პეტროლულმა” გასვლით მატჩში მინიმალური სხვაობით დაამარცხა “კლუჟი.” სტუმრებმა გამარჯვების გოლის 44-ე წუთზე გაიტანეს, პორტუგალიელმა ტეიშეირამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა. “კლუჟის” განაცხადში მყოფი გიორგი ჭანტურია თამაშში მე-18 წუთზე ჩაერთო და მატჩის ბოლომდე სრულად ითამაშა.

რუსეთი

რუსეთის პირველ დივიზიონში “ტოსნომ” გასვლით მატჩში 2:1 დაამარცხა “სარატოვი.” გამარჯვებულთა განაცხადში მოხვდნენ ოთარ მარცვალაძე, გიორგი ნავალოვსკი და ნუკრი რევიშვილი, თუმცა მათ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. “ტოსნოს” შემადგენლობაში სრულად ითამაშა რუსეთის მოქალაქე გურამ თეთრაშვილმა.

“კრილია სოვეტოვმა” საკუთარ მოედანზე მინიმალური სხვაობით დაამარცხა “ანჟი.” დამარცხებულთა განაცხადში არ ყოფილა ლევან გვაზავა.

“სკა ენერგიასა” და “სიბირის” მატჩმა გოლის გარეშე ჩაიარა. “სკა ენერგიას” სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა გოგიტა გოგუა, რომელმაც მოედანი 82-ე წუთზე დატოვა. გოგუას მსგავსად სასტარტოში ითამაშა გუჯა რუხაიამ, რომელიც 76- წუთზე კახა ალადაშვილმა შეცვალა.

ლატვია

“იელგავასა” და რიგის “სკონტოს” მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. თამაზ პერტიამ სასტარტო შემადგენლობაში დააყენა უკრაინის მოქალაქე ლევან მახარაძე. აღსანიშნავია, რომ მახარაძემ “სკონტოს” მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.

ესტონეთი

ესტონეთის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩები გაიმართა. “ფლორამ” ტალინში 1:0 დაამარცხა “კალევი.” გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდნენ ზაქარია ბეგლარიშვილი და რუსეთის მოქალაქე ირაკლი ლოგუა. ბეგლარიშვილმა 78-ე წუთზე დატოვა მინდორი, ლოგუამ კი სრულად ითამაშა, ასევე სრულად ჩაატარა მატჩი “კალევის” მცველმა იგორ ჩემინავამ.

უზბეკეთი

უზბეკეთის ჩემპიონატის მე-2 ტურში “ქიზილქუმმა” საკუთარ მოედანზე “ბუნიოდკორს” უმასპინძლა. სტუმრებმა 2:0 დაამარცხეს მასპინძლები. “ქიზილქუმის” განაცხადში მოხვდა 29 წლის გიორგი კვესიეშვილი, რომელიც შეხვედრაში 74-ე წუთზე ჩაერთო.

0.118026