დღეს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 21-ე ტურის მატჩები გაიმართა. დღის გვიან შეხვედრაში “ტორპედომ” შინ “სამტრედიას” მოუგო და უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინა. ეს ქუთაისელთა ზედიზედ მესამე გამარჯვება გახლავთ ჩემპიონატში.
მანამდე ბათუმის”დინამომ” პრინციპული მატჩი მოუგო ”ცხინვალს.” ეს ბათუმელთა მიჯრით გამარჯვებაა და რადგან თბილისის”დინამომ” “კოლხეთთან” უგოლო ფრე ითამაშა, ქულებით გაუსწორდა.
გორის ”დილამ” გამოჯანმრთელებილი ირაკლი მოდებაძის დუბლით “ჩიხურა” დაამარცხა და ლიდერებს ერთი ქულითYჩამორჩება. მოდებაძეს კი ჯამში 10 გოლი მოუგროვდა და ჯაბა დვალს დაეწია, რომელიც კარგა ხანია მოლდოვურ ”დაჩიაში” თამაშობს.
მარტვილში ახალგახსნილ სტადიონზე პიველად იმარჯვა “მერანმა.”
22 მარტი
ცხინვალი – დინამო (ბათუმი) 0:1 (0:1)
0:1 ვაჟა ქორიძე (43)
დილა (გორი) – ჩიხურა (საჩხერე) 2:1 (1:0)
1:0, 2:0 ირაკლი მოდებაძე (8, 72), 2:1 ბესიკ დეკანოიძე (84)
კოლხეთი (ფოთი) – დინამო (თბილისი) 0:0
შუქურა (ქობულეთი) – ზესტაფონი 3:1 (0:0)
1:0 თორნიკე თუხარელი (61), 2:0 გიორგი ჩელებაძე (70), 3:0 ადრიან პუკანიჩი (72), 3:1 მალხაზ გაგოშიძე (87)
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ზუგდიდი 2:0 (2:0)
1:0 ელგუჯა ლობჟანიძე (17), 2:0 ვანო კურდღელაშვილი (40)
მერანი (მარტვილი) – გურია (ლანჩხუთი) 1:0 (0:0)
1:0ლევან გეგეჭკორი (66)
მეტალურგი (რუსთავი) – სიონი (ბოლნისი) 1:2 (1:0)
1:0 ავთანდილ გუჯაბიძე (29), 1:1 დათა სიჭინავა (72), 1:2 ჯაბა უგულავა (87)
ტორპედო (ქუთაისი) – სამტრედია 3:1 (1:0)
1:0 ოთარ კვერნაძე (41), 1:1 გიორგი ქიმაძე (57,საკ. კარში), 2:1 ირაკლი კლიმიაშვილი (59), 3:1 ბექა ტუღუში (76)
მეგოლეები:
10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), ირაკლი მოდებაძე (დილა)
8 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)
7 – გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა),
6 – დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), გიორგი ილურიძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე - ზესტაფონი), შოთა ლომია (ზუგდიდი), გიორგი ბერიაშვილი (დინამო ბათუმი), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;