“დორტმუნდის” მცველმა მათს ჰუმელსმა შესაძლოა შემდეგი სეზონიდან სხვა კლუბში იასპარეზოს. ESPN-ის ცნობით “დოტმუნდის” ხელმძღვანელობა მზადაა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, 26 წლის ცენტრალური მცველი მათს ჰუმელსი გაყიდოს.
ჰუმელსმა “დორტმუნდის” მაისურით 181 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გატანილი. მცველი გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრია, სადაც მათს 38 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 გოლი გატანილი.