საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრან პრიზე პირველი ოქრო-ვერცხლი მოიპოვა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა, რომელშიც ბექა ღვინიაშვილმა ვარლამ ლიპარტელიანი დაამარცხა.
ღვინიაშვილმა ოქროსთან ერთად 300 სარეიტინგო ტიტულიც გამოიმუშავა. ლიპარტელიანი კი 180 ქულას მიიღებს.
დღესვე, სპორტის სასახლის არენაზე კიდევ ერთი ქართული ფინალი შედგება. მძიმე წონაში ერთმანეთს ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი დაუპირისპირდებიან.