ინგლისის ჩემპიონატის 30-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “ენფილდ როუდზე” შედგება, სადაც ადგილობრივი “ლივერპული” მოსისხლე მტერ “მანჩესტერ იუნაიტედს” მიიღებს და მეოთხე ადგილის წართმევას ეცდება.
“ლივერპულმა” პირველი წრე საშინლად ჩაატარა და ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ მერსესაიდული გრანდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლებდა. თუმცა, ბრენდან როჯერსის გუნდში შესანიშნავად ათამაშდა, უკანასკნელი 13 მატჩიდან 10 მოიგო,ხოლო 3-ჯერ ფრედ ითამაშა. აღსანიშნავია, რომ “წითლებმა” ბოლოს სწორედ “იუნაიტედთან” წააგეს (გასვლაზე 0:3) 12 დეკემბერს და მას შემდეგ წაუგებლად მოდიან. შესაბამისად, “ლივერპული” ერთადერთი გუნდია, რომელსაც პრემიერლიგაში 2015 წელს არ წაუგია და ასეთი თამაშის წყალობით ოთხეულსაც მიუახლოვდა. ამ მომენტისთვის მერსესაიდელები მე-5 ადგილს იკავებენ,”იუნაიტედს” ორი ქულით ჩამორჩებიან და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ზონაში შედიან, ხოლო “არსენალთან” და “მანჩესტერ სიტისთან” სხვაობა სამი და შესაბამისად ოთხი ქულა იქნება. მერსესაიდელები ტრავმების გამო აიბს, ფლანაგანს, ლეივას, ენრიკესა და ბალოტელის მოისაკლისებენ. და ბოლოს, “ლივერპულის” რიგებში “იუნაიტედს” უკანასკნელად დაუპირისპირდება სტივენ ჯერარდი...
კარგ ფორმაშია “მანჩესტერ იუნაიტედიც”, რომელმაც ბოლო 10 მატჩიდან 6 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 2 წააგო. თუმცა, “წითელ ეშმაკებს” გასვლაზე თამაში საკმაოდ უჭირთ და უკანასკნელი 5 საგარეო შეხვედრიდან 2 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 1 წააგო. იმ შემთხვევაში თუ ვან გაალის გუნდმა დღეს გაიმარჯვა ოთხეულს გაიმყარებს და უფრო მაღალი ადგილისთვის ბრძოლაც შეეძლება, ხოლო თუ წააგო ოთხეულიდან ამოვარდება და ადგილს მოსისხლე მტერს დაუთმობს. “იუნაიტედის” მთავარი პრობლემა რობინ ვან პერსის ტრავმაა. ჰოლანდიელის გარდა, დაშავებულნი არიან უილსონი, როხო და შოუ, საეჭვოა იანგის თამაში, ხოლო ჯონი ევანსი დისკვალიფიცირებულია.
ურთიერთშეხვედრები:
ჩემპიონატი | დრო | მასპინძელი | სტუმარი | შედეგი |
პრემიერლიგა | 14.12.2014 | მანჩესტერი | ლივერპული | 3:0 |
ამხ.მატჩი | 05.08.2014 | ლივერპული | მანჩესტერი | 1:3 |
პრემიერლიგა | 16.03.2014 | მანჩესტერი | ლივერპული | 0:3 |
ინგლისის თასი | 25.09.2013 | მანჩესტერი | ლივერპული | 1:0 |
პრემიერლიგა | 01.09.2013 | ლივერპული | მანჩესტერი | 1:0 |
სავარაუდო შემადგენლობები
ლივერპული (3-4-2-1): მინოლე, შკრტელი, სახო, ჩანი, ალენი, ჰენდერსონი, მორენო, სტერლინგი, ლალანა, კოუტინიო, სტარიჯი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-2-1): დე ხეა, სმოლინგი, ჯონსი, ბლინდი, ვალენსია, კერიკი, ერერა, ფელაინი, მატა, იანგი, რუნი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
დღის სხვა მატჩების ანონსი