ძიუდო

15:12 | 22.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ორი ქართული ფინალი

სპორტის სასახლეში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან პრიზე 90 და +100 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალებში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრები დაუპირისპირდებიან.

90-ში ოქროს მედლისთვის ვარლამ ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი იბრძოლებენ. მძიმე წონაში კი დილის პროგრამა წაუგებლად ადამ ოქრუაშვილმა და ლევან მატიაშვილმა ჩაამთავრეს.

ვარლამ ლიპარტელიანმა ფინალის გზაზე ფრანგი ლუდოვიკ გობერი, უზბეკი შერალი ჟურაევი და შვედი მარკუს ნიმანი დაამარცხა. ბექა ღვინიაშვილმა – შვედი ჟუაკიმ დვარბი, აზერბაიჯანელი ტურალ საფგულიევი და უნგრელი კრისტიან ტოთი, ადამ ოქრუაშვილმა – უკრაინელი იაკივ ხამო, ებრაელი ორ სასონი და უზბეკი აბდულო ტანგრიევი, ხოლო მატიაშვილმა – ყაზახი რუსლან აბდრაზაკოვი, რუსეთის ნაკრების წევრი ასლან კამბიევი და უკრაინელი ოლექსანდრ გორდიენკო.

100 კილოგრამში მოჭიდავე ალექსანდრე მსხალაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ძირითად ბადეში ესტონელი გრიგორი მინაშკინისა და გერმანელი კარლ-რიჩარდ ფრეის ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში კიდევ ერთ გერმანელთან დიმიტრი პეტერსთან დამარცხდა. რეპეშაჟის ფინალში კი ლატვიელ ევგენის ბოროდავკოს დაეჭიდება.

დღესვე სპორტის სასახლის ტატამზე პაატა ღვინიაშვილი, ზვიად გოგოჭური (ორივე 90 კგ), ლაშა გურული, ალექსანდრე ზაალიშვილი, იასონ ნემსაძე (სამივე 100 კგ), ონისე ბუღაძე, ვახტანგ ოქრუაშვილი (ორივე +100 კგ) და ირინე ლეონიძეც (+78 კგ) გავიდნენ, მაგრამ ყველა საწყის ეტაპზევე დამარცხდა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.

0.117342