ჩოგბურთი

14:33 | 22.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ წყვილთა ფინალი წააგო

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ იტალიის ქალაქ სოლარინოში გამართული 10-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშების ფინალური მატჩი დათმო.

შაფათავას და რუსი ოლგა დოროშინას პირველ ნომრად განთესილმა დუეტმა ფინალში დიდი ბრძოლა გადაიტანა და გერმანულ-ჰოლანდიურ წყვილთან (შაედერი-ვიკერინკი) 4:6, 6:2, 7:10 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ სოფო ერთეულთა ტურნირს მეოთხედფინალში დაემშვიდობა.

0.114436