სანამ ჩვენთან იმაზე მსჯელობენ, საჯარო სკოლებს ფანჯრები ჩრდილოეთით ჰქონდეთ თუ სამხრეთით, ბრაზილიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ბორდელად სახელდებულ დაწესებულებებს სკოლებთან და სპორტულ ორგანიზაციებთან ახლოს ფუნქციონირების უფლება შეეზღუდათ.
ამ ქვეყანაში თითქმის ყველა სკოლასთან რამდენიმე სპორტული კლუბი და სპორტული ორგანიზაცია ფუქციონირებს, რომლებიც ადგილობრივი განათლებისა და სპორტის სამინისტროების თანამფლობელობაშია და ზემოთხსენებული გადაწყვეტილებაც აღნიშნული უწყებების ინიციატივით მოხდა.
როგორც ჩანს, სკოლიდან გამოსული ბრაზილიელი ბიჭები სულ უფრო ნაკლებად იწუხებენ თავს სპორტით და თუკი ჯიბეში ორიოდე გროში უჭყავით, სამეძავო სახლებს სტუმრობენ. ეს კი ის შემთხვევაა, როდესაც მავანი მოხუცი მორალისტი ბრაზილიელები აუცილებლად დაიწუწუნებენ - ეს რა დრო მოვიდა, ბრაზილიელ ბიჭებს ფეხბურთს სექსი ურჩევნიათო.