ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის მეორე სათამაშო დღე “ვისენტე კალდერონზე” გამართული მადრიდული დერბით გაიხსნა, სადაც ადგილობივი “ატლეტიკო” “ხეტაფეს” დაუხვდა და ორი უპასუხო გოლი გაუტანა.
მასპინძელთათვის შეხვედრა მშვენივრად დაიწყო, მე-3 წუთზე კოკემ სტანდარტული მოაწოდა, საჯარიმოში ყველას ფერნანდო ტორესმა დაასწრო და ჩინებული თავური გაუტანა ვისენტე გუაიტას. ფერნანდომ “ატლეტიკოში” დაბრუნების შემდგომ პირველი გოლი გაიტანა ჩემპიონატში. სულ კი “ელ ნინიოსთვის” 76-ე გოლი აღმოჩნდა ლა ლიგაში. “როხიბლანკომ” მეტოქეზე ზეწოლა განაგრძო და სულ მალე კოკეს შეეძლო გატანა, მაგრამ მისი გასროლილი ძელმა მოიგერია. კარგი მომენტი ჰქონდა რაულ ხიმენესს, მექსიკელმა ოდნავ ააცილა გუაიტას კარს. მომდევნო შეტევაში კვლავ კოკეს შეეძლო გატანა, მაგრამ ამჯერად სტუმართა კიპერს ვერ აჯობა. მასპინძელთა მეორე გოლიც კოკეს სტანდარტულს მოჰყვა, მისი ჩაწოდების შემდეგ ბურთს მიმართულება რაულ ხიმენესმა შეუცვალა, შორეული კუთხე ტიაგო მენდეშმა ჩაკეტა და ძლიერი თავური დარტყმით ორამდე გაზარდა სხვაობა.
მეორე ნახევარში “ატლეტიკო” დაწყნარდა და შეტევებით თავს აღარ იკლავდა, თუმცა ორი საგოლე მომენტი მაინც შეიქმნა. ფერნანდო ტორესის თავური და ტიაგოს შორეული დარტყმა ოდნავ ასცდა გუაიტას კარის ჩარჩოს – 2:0. “როხიბლანკო” 59 ქულით მე-4 ადგილზეა.
შესანიშნავ ფორმაში შევიდა “ბილბაო”, რომელმაც ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო. ბასკებმა შინ “ალმერია” მიიღეს და მინიმალური სხვაობით დაამარცხეს. “ლომებმა” მატჩი აქტიურად დაიწყეს და საწყის ნახევარ საათში ორი გოლის გატანა მოახერხეს. მეორე ტაიმის დასაწყისში ბალენსიაგამ ავტოგოლი ჩაიწერა პასივში, თუმცა სტუმრებმა მეტის გაკეთება ვერ მოახერხეს – 2:1. “ბილბაომ” 39 ქულა დააგროვა და მე-8 პოზიცია გაიმყარა.
“რაიო ვალეკანო” საკუთარ არენაზე “მალაგას” დაუხვდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე გაელ კაკუტამ გაიტანა. მადრიდელებმა 35 ქულა დააგროვეს და გასავარდნ ზონას 10 ქულით მოსცილდნენ.
ცუდად მიდის “ლევანტეს” საქმეები, რომელმაც “სიუდად დე ვალენსიაზე” ვიგოს “სელტასთან” წააგო და გასავარდნ ზონაში დარჩა. “ბაყაყები” ქულის მოპოვებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა შეხვედრის ბოლოს დაცვაში უყურადღებოდ ითამაშეს და ამისთვის დაისაჯნენ კიდეც. ნოლიტოს გადაცემით შეცვლაზე შემოსულა ჩარლესმა ისარგებლა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა – 0:1. “ლევანტე” 25 ქულით მე-18 ადგილზეა. ამავე რაოდენობის ქულები აქვთ “დეპორტივოსა” და “ალმერიას”.
დაძაბული შეხვედრა შედგა “ლოს კარმენესზე”, სადაც ერთმანეთს ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი კლუბები “გრანადა” და “ეიბარი” დაუპირისპირდნენ. მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. “გრანადამ” 23 ქულა დააგროვა, მე-19 საფეხურზე დარჩა და სამშვიდობო ზონას 2 ქულით ჩამორჩება. “ეიბარმა” კი საშინელი სერია შეწყვიტა. გაისკა გარიტანოს გუნდს ზედიზედ რვა თამაში ჰქონდა წაგებული. მეორე წრეში ბასკებმა პირველი ქულა მოიპოვეს. კლუბი 28 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს.
ატლეტიკო – ხეტაფე 2:0 (2:0)
მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, გოდინი, ხ.ხიმენესი, ხუანფრანი, გამესი, ტიაგო, გაბი, კოკე, თურანი (მ.სუარესი 93), რ.ხიმენესი (გრიზმანი 64), ფ.ტორესი (კანი 92).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ველაზკესი, ნალდო, ესკუდერო, ვიგარაი, ლასენი, დ.კასტრო, ჰინესტროზა (იოდა 72), ლეონი (დიავარა 79), სარაბია, ვაზკესი.
მწვრთნელი: პაბლო ფრანკოი
გოლები: 1:0 ფ.ტორესი (3), 2:0 ტიაგო (44).
გაფრთხილებები: ტიაგო, გაბი – ვიგარაი, ნალდო
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 15(5)-6(1), ჯარიმა: 10-16, კუთხური: 10-5, თამაშგარე: 2-0, სეივი: 1-4
რაიო ვალეკანო – მალაგა 1:0 (1:0)
მადრიდი, “ესტადიო ვალეკასი”
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კ.ალვარესი, ზე კასტრო, ამაია, ნ.მარტინესი (ე.ინსუა 54), ტიტო, ბაენა, ტრაშორასი, კაკუტა (ლიკა 71), ემბარბა, ბუენო, ბაპტიშტაო (მანუჩო 36).
მწვრთნელი: პაკო ხემესი
მალაგა (4-2-3-1): კამენი, ანხელერი, ველიგტონი, მ.ტორესი (ბოკა 56), როსალესი, დარდერი, რესიო, კასტილიეხო (დუდა 79), ჰორტა (ამრაბატი 56), სამუელი, ხუანმი.
მწვრთნელი: ხავი გრასია
გოლი: კაკუტა 22.
გაფრთხილებები: ნ.მარტინესი, ამაია, ზე კასტრო, ტიტო, ტრაშორასი, ბაენა, ემბარბა, მანუჩო – ანხელერი
გაძევება: ანხელერი 74.
მსაჯი: ხაიმე ლატრე
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 11(2)-6(2), ჯარიმა: 20-15, კუთხური: 7-4, თამაშგარე: 6-2, სეივი: 2-1
ლევანტე – სელტა 0:1 (0:0)
ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”
ლევანტე (4-4-2): მარინიო, დ.ნავარო, რამისი, მორალესი, ტონიო, დიოპი (ხოსე მარი 56), სიმაო, რ.გარსია (მარტინსი 82), ხუმეტრა (ელ ჟარი 66), ბარალი, უჩე.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი
სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, ფონტასი, კაბრალი, მალიო, ხონი, კრონ-დელი (რადოია 90), ა.ფერნანდესი, ორელიანა, მინა (პ.ერნანდესი 74), ნოლიტო, ლარივეი (ჩარლესი 78).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
გოლი: ჩარლესი 86.
გაფრთხილებები: რ.გარსია, ტონიო, ბარალი, დიოპი – ლარივეი, მალიო, ხონი
მსაჯი: ხოსე ტეიშეირა ვიტიენესი
ბურთის ფლობა: 36%-54%, დარტყმა: 9(3)-17(5), ჯარიმა: 17-9, კუთხური: 5-5, თამაშგარე: 2-4, სეივი: 4-3
ბილბაო – ალმერია 2:1 (2:0)
ბილბაო, “სან მამესი”
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ეჩიტა, ლაპორტე, ბალენსიაგა, დე მარკოსი, ბენიატი, მ.რიკო, იბაი (ირაოლა 72), მუნიაინი, უილიამსი (იტურასპე 78), გ.ფერნანდესი (სოლა 88).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
ალმერია (4-2-3-1): ხულიანი, ველეზი, ტრახილიო, მიჩელი, დუბარბიერი, ტეიე, ვერზა, კორონა (ფ.სორიანო 60), ვ.სილვა (ბიფოუმა 61), მენდეში (ესპინოსა 85), ჰემედი.
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი
გოლები: 1:0 ეჩიტა (9), 2:0 მ.რიკო (26), 2:1 ბალენსიაგა (47ს.კ.)
გაფრთხილებები: იბაი, ლაპორტე – დუბარბიერი, ველეზი, ფ.სორიანო, ჰემედი, ტეიე
გაძევება: ველეზი 92.
მსაჯი: პრიეტო იგლესიასი
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 19(6)-7(1), ჯარიმა: 8-20, კუთხური: 9-6, თამაშგარე: 1-3, სეივი: 0-4
გრანადა – ეიბარი 0:0
გრანადა, “ლოს კარმენესი”
გრანადა (4-2-3-1): ოლაზაბალი, ბაბინი, მურილიო, ნიომი, ე.ინსუა, ფ.რიკო, რ.პერესი, პიტი (მარკესი 66), ბანგურა (იბანესი 53), კოლუნგა (როჩინა 74), კორდობა.
მწვრთნელი: აბელ რესინო
ეიბარი (4-2-3-1): ხ.ხიმენესი, რ.ნავასი (ლარა 29), ანიბარო, ბოვედა, კასტელიანო, დ.გარსია, ბორხა, არუაბარენა (პიოვაკარი 64), აბრაჰამი (ვილა 74), ბერხონი, დელ მორალი.
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო
გაფრთხილებები: რ.პერესი, პიტი, მურილიო, როჩინა – ბორხა
მსაჯი: უნდიანო მალენკო
ბურთის ფლობა: 66%-34%, დარტყმა: 17(4)-4(1), ჯარიმა: 14-17, კუთხური: 7-5, თამაშგარე: 0-2, სეივი: 1-4