ფეხბურთი

23:13 | 21.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ვიტესის" წარმატებული სერია გრძელდება

ჰოლანდია

ჰოლანდიის ერედივიზიონის 28-ე ტურში “იგლზმა” საკუთარ მოედანზე “ვიტესი” მიიღო. არნემელებმა 2:0 დაამარცხეს მეტოქე. გოლები ლაბიადისა და ვეჯინოვიჩის ანგარიშზეა. გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა მატჩი სრულად ჩაატარეს. “ვიტესს” ზედიზედ რვა მატჩია არ წაუგია. აქედან მხოლოდ ერთ მატჩში ვერ მოახერხა გამარჯვება, არენემელებმა დანარჩენ შვიდ შეხვედრაში სამი ქულა მოიპოვეს.

გერმანია

გერმანიის მესამე ლიგის 30-ე ტურში “უნტერჰაჰინგი” საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა შტუტგარტის “კიკერსთან.” მასპინძლემა მე-3 წუთზე გახსნეს ანგარიში. გოლი გერმანიის ნაკრების ყოფილი მეკარის ანდრეას კეპკეს შვილმა პასკალ კეპკემ გაიტანა. რომელიც გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების წევრია. “კიკერსის” ფეხბურთელებმა რამდენიმე წუთში ანგარიში გაათანაბრეს, მატჩის მიწურულს კი გამარჯვების გოლი გაიტანეს. ლუკას ჰუფნაგელი განაცხადში იმყოფებოდა, მოედანზე კი მატჩის მიწურულს, 82-ე წუთზე გამოჩნდა.

https://www.youtube.com/watch?v=yiupIru6BDo

“ჰალეშერმა” გასვლით შეხვედრაში 3:2 დაამარცხა დრეზდენის “დინამო.” აკაკი გოგიას გოლი არ გაუტანია, მან სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 88-ე წუთზე შეცვალეს, 65-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

თურქეთი

თურქეთის სუპერლიგის 25-ე ტურში “გალათასარაიმ” გასვლით შეხვედრაში 3:2 დაამარცხა “ქასიმფაშა.” პირველი ტაიმი მასპინძლებმა 2:0 მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში იან ვოუტერსის გუნდის კარში სამი უპასუხო გოლი გავიდა და გამარჯვება “გალათასარაის” დარჩა. ახალგაზრდა ქართველმა მცველმა ლაშა დვალმა მატჩი სრულად ჩაატარა.

https://www.youtube.com/watch?v=TrumRb_nzA8

რუსეთი

რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურში ყაზანის “რუბინმა” საკუთარ მოედანზე “როსტოვი” დაამარცხა (2:0). სოლომონ კვერკველიამ სრულად ითამაშა, განაცხადში მყოფ მამუკა კობახიძეს არ უთამაშია. 68-ე წუთზე “რუბინის” ფეხბურთელმა ედუარდომ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. 84-ე წუთზე ანგარიში ჯორჯიევის პასის შემდეგ პორტნიაგინმა გახსნა, მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე კი ოზდოევმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

https://www.youtube.com/watch?v=mNUOB3xy1Rc

“ტორპედოსთან” გასვლით შეხვედრაში სამი ქულა მოიპოვა მოსკოვის “სპარტაკმა.” სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ჯანო ანანიძე, რომელიც 86-ე წუთზე რომულომ შეცვალა. მურატ იაკინის გუნდმა მინიმალური სხვაობით დაამარცხა მეტოქე, ერთადერთი გოლი 21-ე წუთზე ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელმა ქვინსი პრომესმა გაიტანა.

კვიპროსი

კვიპროსის პირველ დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა “ოთელოსმა” გიორგი პაპავასა და შოთა გრიგალაშვილის “ნეა სალამინას” უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა, ბრაზილიელმა გლეისონ ვილელამ დუბლი შეასრულა. "ოთელოსის” სასტარტო შემადგენლობაში მოხვდნენ ელგუჯა გრიგალაშვილი და როინ კვასხვაძე. მათ მატჩი სრულად ჩაატარეს, ლევან ხმალაძეს კი არ უთამაშია. “ნეა სალამინას” რიგებში კვლავ მთელი სათამაშო დრო დაეთმო გიორგი პაპავას, რომელმაც 86-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. შოთა გრიგალაშვილი ტრავმის გამო ვერ ეხმარება კლუბს.

იტალია

იტალიის რანგით მესამე ლიგაში “ალბინოლეფემ” 2:1 დაამარცხა “სუდტიროლი.” დამარცხებულთა განაცხადში მოხვდა ირაკლი შეყილაძე, რომელიც თამაშში 78-ე წუთიდან ჩაერთო. ქართველ ფორვარდს გოლი არ გაუტანია.

უნგრეთი

უნგრეთის ჩემპიონატში “დიორმა” 2:0 დაამარცხა “პასე.” ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია გამარჯვებულთა განაცხადში ვერ მოხვდა.

“სპარტაკუსმა” გასვლით მატჩში მინიმალური სხვაობით დაამარცხა “ლომბარდ პაპა.” სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ზურაბ არზიანი, რომელმაც 55-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 66-ე წუთზე კი მოედანი დატოვა. განაცხადში მყოფ დათო დარციმელიას თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.

0.143158