გერმანიის ეროვნული ნაკრების და ლევერკუზენის “ბაიერის” შემტევმა ქარიმ ბელარაბიმ, შესაძლოა, კარიერა ლონდონის “არსენალში” განაგრძოს. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, “მეთოფეები” “ფარმაცევტებს” მაროკოელი ფესვების მქონე ფეხბურთელის სანაცვლოდ შეთავაზებას უმზადებენ.
24 წლის შემტევისადმი ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედიც” იჩენს. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 8 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა “ბაიერმა” ბელარაბი ამ თანხის სანაცვლოდ დათმოს.
მიმდინარე სეზონში ქარიმმა 37 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ბელარაბის სანაკრებო დებიუტი 2014 წლის 11 ოქტომბერს პოლონეთთან წაგებულ (0:2) შეხვედრაში ჰქონდა. ფეხბურთელი იოახიმ ლიოვმა საქართველოს ნაკრებთან 29 მარტს გასამართი მატჩისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა.