ფეხბურთი

16:41 | 21.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანაკრებო პაუზამდე

სერია A-ს დასრულებამდე 11 ტურია დარჩენილი. უკვე შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილია პირველი და ბოლო ადგილების ბედი. დანარჩენი პოზიციებისთვის კი კალჩოს მოყვარულებს ნამდვილი ბრძოლები ელოდებათ. განსაკუთრებით დაძაბული მდგომარეობა ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრადაა შექმნილი, რაზეც ერთბაშად ხუთი გუნდი აცხადებს პრეტენზიას.

“კიევო” – “პალერმო”

თარიღი: 21 მარტი, 21:00 საათი

ადგილი: ვერონა, “ბენტეგოდი”

28-ე ტური სტარტს “კიევოსა” და “პალერმოს” შეხვედრით აიღებს. სტუმრები მოტივაციის ნაკლებობას აშკარად უჩივიან, რადგან ცხრილის შუაში მშვიდად არიან მოკალათებულნი. სიცილიური გუნდს უკვე ოთხი ტურია გამარჯვებისთვის გემო არ გაუსინჯავს. თავის მხრივ, უფრო მეტი მაბიცია აქვს შემორჩენილი “კიევოს”. ვერონული გუნდი გასავარდნ ზონას 8 ქულითაა მოშორებული, თუმცა ეს მშვიდად ყოფნის საშუალებას “მფრინავ ვირებს” წესითა და რიგით არ უნდა აძლევდეთ.

სავარაუდო შემადგენლობები:

“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი, დაინელი, ცეზარი, ძუკანოვიჩი; სკელოტო, იცკო, რადოვანოვიჩი, ბირსა; მეჯორინი, პალოსკი

“პალერმო” (4-3-2-1): სორენტინო; ვიტიელო, ტერცი, ანდელკოვიჩი, დაპრელა; რიგონი, იაიალო, ბარეტო; ქუაისონი, ვასკესი; დიბალა

მსაჯი: ჯაკომელი

“მილანი” – “კალიარი”

თარიღი: 21 მარტი, 23:45 წუთი

ადგილი: მილანი, “სან სირო”

დღის მეორე მატჩში “მილანი” სარდინიულ “კალიარის” უმასპინძლებს. “როსონერისთვის” წლევანდელი სეზონი კოშმარულად ცუდად მიმდინარეობს. ფილიპო ინძაგის კრებულმა შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ლიგაზე მოხვედრის საკითხიც კი ვერ გადაჭრა წარმატებით და ახლა მხოლოდ მომავალი სეზონისთვის თუ მოემზადება. უფრო მეტი მოტივაცია აქვს მის დღევანდელ მეტოქეს. კუნძულელები გასავარდნ ზონაში იმყოფებიან და სიტუაციის დროულად გამოსწორება მართებთ. სარდინილებს უკვე 5 ტურია არ მოუგიათ და სამშვიდობოს მყოფ “ატალანტას” 4 ქულით ჩამორჩებიან.

სავარაუდო შემადგენლობები:

“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; აბატე, პალეტა, მექსე, ანტონელი; ვან გინკელი, დე იონგი, ბონავენტურა; ჰონდა, დესტრო, მენეზი

“კალიარი” (4-3-3): ბრკიჩი; დესენა, დიაკიტე, ჩეპიტელი, აველარი; ეკდალი, კრესეტიჯი, ჟოაო პედრო; ფარიასი, საუ, მპოკუ

მსაჯი: ტალიავენტო

“ემპოლი” – “სასუოლო”

თარიღი: 22 მარტი, 15:30 წუთი

ადგილი: ემპოლი, “კარლო კასეტლანი”

კვირა სათამაშო დღე ემპოლიში გაიხსნება, სადაც ადგილობრივი გუნდი “სასუოლოს” დაუხვდება. ეს გუნდები მიმდინარე სეზონში იმაზე უკეთ ასპარეზობენ, ვიდრე სეზონის სტარტზე მათგან იყო მოსალოდნელი. ეს განსაკუთრებით ტოსკანელებზე ითქმის, ვინაიდან ელიტას რამდენიმე წლიანი პაუზის შემდგომ დაუბრუნდა. მასპინძელთა ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე, რომელიც წინა ტურში სასტარტოში იყო, ამჯერად სავარაუდო შემადგენლობაში არ ფიგურირებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰისაი, რუგანი, ბარბა, მარიო რუი; ვესინო, ვალდიფიორი, კროჩე; საპონარა; მაკარონე, ტავანო

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა, აჩერბი, პელუზო, ლონგი; ტაიდერი, მანიანელი, მისიროლი; ბერარდი, ძაძა, სანსონე

მსაჯი: ტომაზი

“იუვენტუსი” – “ჯენოა”

თარიღი: 22 მარტი, 18:00 საათი

ადგილი: ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

ჩემპიონატის ლიდერი და ფაქტობრივად უკვე გაჩემპიონებული “იუვენტუსი” “ჯენოას” მასპინძელი იქნება. ტურინელები ამ შეხვედრას გადასარევ ხასიათზე ხვდებიან. შუა კვირაში “ბებერმა ქალბატონმა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა. უნდა აღინიშნოს, რომ მაქს ალეგრის საკადრო პრობლემები მოეძალა. განსაკუთრებით შუა ხაზში, სადაც სამი ძირითადი შემადგენლობის წევრი, მარკიზიო, პირლო და პოგბა სხვადასხვა სახის ტრავმების გამო ამ მატჩში ვერ ითამაშებენ. ჯამპიერო გასპერინის გუნდი კი ამ თამაშს მშვიდად ხვდება. ზღვისპირელებს არც გავარდნის საფრთხე ემუქრებათ და ვერც ევროსაგზურებისთვის ახერხებენ ბრძოლას. გამოსარჩევია, რომ წლეულს “იუვემ” ერთადერთი მატჩი წააგო და სწორედ “ჯენოას” წინააღმდეგ პირველ წრეში.

სავარაუდო შემადგენლობები:

“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, ევრა; პადოინი, ვიდალი, პერეირა; პეპე, ლორენტე, ტევესი

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; რონკალია, ბურდისო, დე მაიო; ედენილსონი, ბერტოლაჩი, კუჩკა, ბერგდიხი; პეროტი, ბორიელო, ნიანგი

მსაჯი: დი ბელო

“ჩეზენა” – “რომა”

თარიღი: 22 მარტი, 23:45 წუთი

ადგილი: ჩეზენა, “დინო მანუცი”

ერთ დროს სკუდეტოზე პრეტენზიის მქონე “რომას” ამბიციები და მიზნები შეეცვალა. ახლა რუდი გარსიას გუნდის მთავარი ამოცანა მეორე ადგილის შენარჩუნებაა. თანაქალაქელ “ლაციოს” “მგლები” მხოლოდ ერთი ქულით სჯაბნიან და ფეხის დაცდენის უფლება უკვე აღარ აქვთ. “ჯალოროსი” საშინელ კრიზისშია. გარდა იმისა, რომ შიდა ჩემპიონატში ვერაფრით ახერხებს გამარჯვების მოპოვებას, ხუთშაბათს ევროპის ლიგიდანაც გამოვარდა, რამაც გუნდის გულშემატკივრების გაცხარება გამოიწვია. რომაელთა მეტოქე კი ამ უიქ-ენდზე გადარჩენისთვის მებრძოლი “ჩეზენა” იქნება, რომელიც ერთი ხანობა ყველას გავარდნილი ეგონა, თუმცა ბოლო ხანებში დომენიკო დი კარლოს გუნდმა ქულების დაგროვება დაიწყო და არგავრდნის იმედიც გაუჩნდა.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ჩეზენა” (4-3-1-2): ლეალი; პერიკო, კაპელი, კრაინჩი, რენძეტი; ჯორჯი, მუდინგაი, პულძეტი; კარბონერო; დეფრელი, ჯურიჩი

“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ტოროსიდისი, მანოლასი, ასტორი, კოული; ფლორენცი, დე როსი, ნაინგოლანი; ჟერვინიო, ტოტი, ლიაიჩი

მსაჯი: დამატო

“ლაციო” – “ვერონა”

თარიღი: 22 მარტი, 23:45 წუთი

ადგილი: რომი, “ოლიმპიკო”

ბოლო დროს შესანიშნავად მოთამაშე რომის “ლაციო” წარმატებული სვლის გაგრძელებას ამჯერად “ვერონას” წინააღმდეგ შეეცდება. სტეფანო პიოლის გუნდს ზედიზედ 5 მატჩიანი მოგებების სერია აქვს და გარდა იმისა, რომ ნანატრ მესამე ადგილს ერთპიროვნულად დაეპატრონა, მეორე ადგილოსან “რომას” კინკილა ქულით ჩამორჩება. თავის მხრივ ცუდ ფორმაში არც “ჰელასი” იმყოფება. ეს განსაკუთრებით მის ვეტერან თავდამსხმელ ლუკა ტონიზე ითქმის, რომლიც ბოლო დროს მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. უკანასკნელ ტურში ვერონელებმა “ნაპოლი” სწორედ ტონის დუბლის წყალობით დაამარცხეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ლაციო” (4-2-3-1): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, მაურისიო, რადუ; პაროლო, ბილია; კანდრევა, მაური, ანდერსონი; კლოზე

“ვერონა” (4-3-3): ბენუსი; მარტიჩი, მორასი, როდრიგესი, პიზანო; ობადი, ტაკჩიდისი, ჰალფრედსონი; იანკოვიჩი, ტონი, ლაზაროსი

მსაჯი: მასა

“ნაპოლი” – “ატალანტა”

თარიღი: 22 მარტი, 23:45 წუთი

ადგილი: ნეაპოლი, “სან პაოლო”

წინა ტურში რაფა ბენიტესის “ნაპოლიმ” მესამე ადგილი დაკარგა და ახლა რეაბილიტირებას საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ შეეცდება. საერთოდ ნეაპოლელებს უკვე მიჯრით სამი თამაშია არ მოუგიათ და აუტსაიდერი “ატალანტას” წინააღმდეგ ვერ მოგება ნამდვილად არ ეპატიებათ. “აძურიმ” ხასიათის ოდნავ გამოკეთება შუა კვირაში შეძლო, როცა ევროპის ლიგის მეოთხედფინალში გააღწია. თუ “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, თავისი ამოცანები აქვს ბერგამოს “ატალანტას”. ლომბარდიელები სერია ა-ში ადგილის შენარჩუნებისთვის გააფთრებით იბრძვიან. აღსანიშნავია, რომ “ნერაძურის” ედი რეია ავარჯიშებს, ვისაც კარიერის გამორჩეული წლები სწორედ “ნაპოლის” თავკაცის რანგში აქვს გატარებული.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ნაპოლი” (4-2-3-1): ანდუხარი; მაჯო, ენრიკე, ბრიტოსი, ძუნიგა; ლოპესი, ინლერი; კალეხონი, ჰამშიკი, მერტენსი; იგუაინი

“ატალანტა” (3-4-3): სპორტიელო; მაზიელო, სტენდარდო, ბიავა; ძაპაკოსტა, ჩიგარინი, მილიაჩო, დრამე; მორალესი, დენისი, გომესი

მსაჯი: კალვარეზე

“პარმა” – “ტორინო”

თარიღი: 22 მარტი, 23:45 წუთი

ადგილი: პარმა, “ენიო ტარდინი”

ემილიური “პარმა” ბანკროტად გამოცხადდა. მიუხედავად ამისა, გუნდი “ტორინოსთან” მატჩს მაინც გამართავს. “ჯალობლუს”, რომ აღარანაირი ამბიცია და მიზანი არ აქვს შემორჩენილი რა თქმა უნდა გასაკვირი არაა. “ტორინო” კი ჩინებულ ფორმაშია. ჯამპიერო ვენტურას გუნდს ხუთშაბათს, ევროპის ლიგაზე რუსული “ზენიტის” სასურველი ანგარიშის ძლევამდე ცოტა დააკლდა. თუმცა, ერთი რამ ფაქტია, რომ ტურინულმა გუნდმა აღნიშნულ ტურნირზე ძალიან კარგად იასპარეზა და იტალიაში ამ ყველაფერს კარგი გამოხმაურებაც მოჰყვა.

სავარაუდო შემადგენლობები:

“პარმა” (4-3-3): იაკობუჩი; კასანი, მენდესი, ლუკარელი, კოსტა; ლილა, გალოპა, ნოჩერინო; ვარელა, კოდა, ბელფოდილი

“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, იანსონი, მორეტი; პერესი, ბენასი, ბაშა, ელ კადური, დარმიანი; მარტინესი, ამაური

მსაჯი: მარიანი

“სამპდორია” – “ინტერი”

თარიღი: 22 მარტი, 23:45 წუთი

ადგილი: გენუა, “მარასი”

გენუაში ერთამენთს “სამპდორია” და მილანის “ინტერი” ხვდებიან. მიმდინარე სეზონში მაღალი მიზნებისთვის ლიგურიელები უფრო იბრძვიან, ვიდრე ლომბრადიელები. მეტიც, “ნერაძური” ევროპის ლიგიდანაც გამოვარდა და ახლა მხოლოდ შიდა ჩემპიონატის შემყურე დარჩა. იმ ჩემპიონატისა, სადაც ერთობ წარუმატებლად ასპარეზობს და ევროსაგზურების მოპოვება ლამის ოცნების სფეროდ აქვს დარჩენილი. სამაგიეროდ, ევროსარბიელთან ახლოსაა სინიშა მიხაილოვიჩის დამოძღვრილი “სამპდორია”. გენუელები ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზეც არ იტყოდნენ უარს. დღეისათვის მესამე ადგილთან ჩამორჩენა 4 ქულას შეადგენს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“სამპდორია” (4-3-3): ვივიანო; დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანიოლი, რეჯინი; აკქუა, პალომბო, ობიანგი; ედერი, ოკაკა, ეტო’ო

“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, რანოკია, ჟუან ჟესუსი, სანტონი; გუარინი, მედელი, ბროჟოვიჩი; შაქირი; პოდოლსკი, იკარდი

მსაჯი: ვალერი

“უდინეზე” – “ფიორენტინა”

თარიღი: 22 მარტი, 23:45 წუთი

ადგილი: უდინე, “ფრიული”

XXVIII ტურის დასკვნითი მატჩი “ფრიულიზე” გაიმართება. “უდინეზე”, რომელიც ცხრილის შუაშია გაჩხერილი და მოტივაციის ნაკლებობას უჩივის, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ ფლორენციის “ფიორენტინას” უმასპინძლებს. ფლორენციელები ბოლო დროს კარგად ასპარეზობენ და “ლაციოს” ოთხი ქულით ჩამორჩებიან. ვინჩენცო მონტელას გუნდს ქულების განიავების დრო ნამდვილად აღარ აქვს. ხუთშაბათს “იებმა” ევროპის ლიგის 1/8 ფინალში იტალირ დერბიში “რომა” მისსავე მოედანზე გაანადგურეს და მომდევნო ეტაპის საგზური დამსახურებულად ირგუნეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, პირისი; ვიდმერი, ალანი, გილერმე, პინცი, პასკუალე; ტერო, დი ნატალე

“ფიორენტინა” (3-5-2): ნეტო; ტომოვიჩი, როდრიგესი, ბასანტა; ხოაკინი, აკვილანი, ბადეი, ბორხა ვალერო, პასკუალი; სალაჰი, ილიჩიჩი

მსაჯი: ირატი

0.111645