ჩოგბურთი

1:47 | 21.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ სევილიის 25-ათასიანი ტურნირი მოიგო

ესპანეთის ქალაქ სევილიაში გამართული 25-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშება ქართველმა ეკატერინე გორგოძემ და რუსმა ვიკტორია კანმა მოიგეს.

გადამწყვეტ შეხვედრაში ქართულ-რუსულმა დუეტმა ასევე განუთესავი ავსტრიელი კლემენშიცის და გერმანელი პფიცენმაიერის წყვილი 6:3, 6:2 დაამარცხა.

ცნობისთვის, ამ უკანასკნელთ ნახევარფინალში სოფო ქვაცაბაიას და იტალიელი კლაუდია ჯიოვინეს 6:1, 6:1 მოუგეს.

0.129205