კალათბურთი

20:15 | 20.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

"რუსთავმა" "ბათუმს" ზედიზედ მესამე შეხვედრა მოუგო

მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრის V ტური ბათუმში ადგილობრივი "ბათუმისა" და "რუსთავის" მატჩით გაიხსნა. ეს გუნდები ბოლო 3 კვირის განმავლობაში ზედიზედ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი ორი შეხვედრა გუნდებმა საქართველოს თასის ნახევარფინალში ჩაატარეს, რომელიც ქვემოქართლელებმა 2:0 მოიგეს და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. ზღვისპირელებსა და ქვემოქართლელებს ზედიზედ მესამე შეხვედრის ჩატარება ეროვნული ჩემპიონატის რიგით მატჩში მოუწიათ. რევანშზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ზღვისპირელებისთვის "რუსთავთან' შეხვედრას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ამ შეხვედრამდე მეხუთე ადგილზე მყოფი "ბათუმი" მეოთხეადგილოსან "რუსთავს" მხოლოდ ქულით ჩამორჩებოდა. მოგების შემთხვევაში "ბათუმი" მეტოქეს დაეწეოდა და რეგულარულ ჩემპიონატში პირველ ოთხეულში მოხვედრის კარგი შანსი ეძლეოდა. ზღვისპირელების მოგების შანსს ის ფაქტიც ამყარებდა, რომ დისკვალიფიცირებულ ამერიკელი ლეგიონერი ბობ ჯინ იანგი დაიბრუნეს. ამ ყველაფრის მიუხედავად შეხვედრა სტუმრების უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი 4 ქულის სხვაობით 17:13 მოიგეს. მეორე მეოთხედში "ბათუმმა" ანგარიში ჯერ გაათანაბრა, მეოთხე მეოთხედში კი წინ გასვლაც მოახერხა.

მატჩის ბედი მეოთხე პერიოდის ბოლო წამებზე გადაწყდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 18 წამით ადრე 79:78 იყო "რუსთავის სასარგებლოდ. დარჩენილი დრო სტუმრებმა უკეთ ჩაატარეს და 83:79 შეძლეს მეტოქის დამარცხება, რომელსაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზედიზედ მესამე შეხვედრა მოუგეს. ამ გამარჯვებით “რუსთავი” მეოთხე ადგილზე მყარად დამკვიდრდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ 2 ტურიღაა დარჩენილი, შეიძლება ითქვას, რომ "რუსთავმა" რეგულარული ჩემპიონატის პირველ ოთხეულში ადგილი დაიმკვიდრა.

ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი "ბათუმის" უკანახაზელი იანგი იყო, რომელმაც 27 ქულა დააგროვა. ორმაგი დუბლის ავტორები გახდნენ იანგის თანამემამულეები ფორვარდი ნიკოლას კელოგი და ცენტრალური თავდამსხმელი ქრისტოფერ ფელჩერი, რომლებმაც შესაბამისად 13 ქულა, 11 მოხსნა და 13 ქულა, 18 მოხსნა მიითვალეს. სტუმართა შორის ყველაზე კარგი შედეგი ცენტრალურ თავდამსხმელ აკაკი დვალიშვილს ჰქონდა, რომელმაც 23 ქულითა და 20 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

1 დინამო 11 10 / 1 913 / 766 21
2 რუსთავი 12 7 / 5 1002 / 971 19
3 შსს აკადემია 11 8 / 3 874 / 808 19
4 ქუთაისი 11 8 / 3 886 / 848 19
5 ბათუმი 12 5 / 7 915 / 925 17
6 ოლიმპი 11 4 / 7 868 / 908 15
7 მგზავრები-არმია 11 2 / 9 731 / 845 13
8 სოხუმი 11 1 / 10 831 / 949 12

http://superleague.ge/ge/results.php?lang=ge&gameid=884

0.129107