გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა იმ ფეხბურთელთა ვინაობა დაასახელა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონების მაისურით უახლოეს ორ შეხვედრას ჩაატარებენ.
რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ გერმანიის ნაკრების რიგებში პირველად ითამაშებს ჰოლგერ ბადშტუბერი, რომელმაც არაერთი მძიმე ტრავმა გადაიტანა.
“ბუნდესმანშაფტში” ყველაზე მეტი, ექვსი მოთამაშე რასაკვირველია მიუნხენის “ბაიერნიდანაა” გამოძახებული.
ლიოვის 23-კაციანი სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”), რობერტ ცილერი (“ჰანოვერი”), რომან ვაიდენფელერი (“დორტმუნდი”);
მცველები: შკოდრან მუსტაფი (“ვალენსია”), ჰოლგერ ბადშტუბერი, ჟერომ ბოატენგი (ორივე “ბაიერნი”), სებასტიან რუდი (“ჰოფენჰაიმი”), ბენედიქტ ჰიოვედესი (“შალკე”), იონას ექტორი (“კიოლნი”), მატს ჰუმელსი (“დორტმუნდი”);
ნახევარმცველები: სამი ხედირა, ტონი კროოსი (ორივე “რეალი”), მესუთ ოზილი (“არსენალი”), ანდრე შურლე (“ვოლფბურგი”), კრისტოფ კრამერი (“მიუნხენგლადბახი”), ქარიმ ბელარაბი (“ლევერკუზენი”), ილქაი გიუნდოგანი, მარკო როისი (ორივე “დორტმუნდი”), მარიო გიოტცე, ბასტიან შვაინშტაიგერი (ორივე “ბაიერნი”);
თავდამსხმელები: ლუკაშ პოდოლსკი (“ინტერი”), ტომას მიულერი (“ბაიერნი”), მაქს კრუზე (“მიუნხენგლადბახი”).
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები 25 მარტს კაიზერსლაუტერნში ამხანაგურად გაეჯიბრება ავსტრალიას, ხოლო 29-ში თბილისში ითამაშებენ საქართველოს წინააღმდეგ.