შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფამ ევროპის ლიგის მეოთხედფინალური წყვილები გაარკვია. კენჭისყრის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინული და რუსული კლუბები ერთმანეთს მეოთხედფინალში ვერ დაუპირისპირდებოდნენ.
ქართველ გულშემატკივართათვის განსაკუთრებით საინტერესო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის ჯაბა კანკავას გუნდის დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” მეტოქის ვინაობაა. უკრაინული გუნდი ორრაუნდიან დაპირისპირებაში ურთიერთობას ბელგიურ გრანდ “ბრიუგესთან” გაარკვევს.
ევროპის ლიგის მეოთხედფინალის წყვილები შემდეგნაირად გამოიყურება:
- “სევილია” – “ზენიტი”
- “დნიპრო” – “ბრიუგე”
- კიევის “დინამო” – “ფიორენტინა”
- “ვოლფსბურგი” – “ნაპოლი”
მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები 16 და 23 აპრილს გაიმართება, ნახევარფინალური წყვილები 24 აპრილს ასევე ნიონში გაირკვევა, მატჩები კი 7 და 14 მაისს გაიმართება. ფინალური მატჩი 27 მაისს ვარშავას ეროვნულ სტადიონზე გაიმართება.