საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების უახლოეს ორ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ორშაბათიდან, 23 მარტიდან დაიწყება.
საქართველოსა და მალტის ეროვნული ნაკრებების ამხანაგურ მატჩზე დასასწრები ბილეთები გაიყიდება „მიხეილ მესხის“ სტადიონის სალაროებში, ყოველდღე 11:00-დან 18:00 საათამდე. ბილეთის ფასი – 5 ლარი. შეხვედრა გაიმართება 25 მარტს, 21:00 საათზე, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე.
საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე დასასწრები ბილეთები გაიყიდება ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენას“ სალაროებში, ყოველდღე 11:00-დან 18:00 საათამდე. ბილეთის ფასი – 10,15, 20 და 30 ლარი.
საქართველოსა და გერმანიის შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები, ასევე, ორშაბათიდან გაიყიდება ონლაინ რეჟიმში. ბილეთების ონლაინ შეძენას შეძლებთ სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან – www.gff.ge.
საქართველოსა და გერმანიის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენისას იმოქმედებს საგანგებო ლიმიტები. ერთი ფიზიკური პირი შეძლებს მხოლოდ 15 ბილეთის შეძენას.
საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართება 29 მარტს, 20:00 საათზე, "დინამო არენაზე".
სფფ-ის პრესსამსახური