ფეხბურთი

12:46 | 20.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლორია და მერებაშვილი ოფი-ს საბოლოოდ დაემშვიდობნენ

ოფი-ს მეკარე გიორგი ლორია და შემტევი ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი კვირას საქართველოში გამოემგზავრებიან და საბერძნეთში აღარ დაბრუნდებიან. ინტერნეტპორტალ athleticradio.gr-ის ინფორმაციით, ისინი თანაგუნდელებს დაემშვიდობნენ და აცნობეს, რომ კრეტაზე აღარ ჩავლენ.

ქართველებმა ოფი-ს მაისური ბოლოს საბერძნეთის სუპერლიგის განვლილ ტურში სახლში “პანთრაკიკოსთან” წაგებულ (0:1) მატჩში მოირგეს. ამის შემდეგ, მთავარ მწვრთნელ ნიკოს ანასტოპულოსს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს და სტადიონი დატოვეს.

ოფი-ში ფინანსური კრიზისია და ხელფასებს ვინ ჩივის, ქართველ ლეგიონერებს ბინის ქირასაც არ უხდიან.

0.115686