თამაშგარე

10:07 | 20.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მჩხიბავობა მკერდის სახელით

არ დაუჯეროთ მათ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მკითხავ-მჩხიბავები აუცილებლად უკბილო დედაბრები უნდა იყვნენ, რადგან ყველანი თვალნათლივ ვხედავთ, რომ თანამედროვეობა არამხოლოდ ჩვეულებრივ ასულებს აქცევს სექს-ბომბებად, არამედ მკითხავებიც კი შეიძლება პორნო-ვარსკვლავები იყვნენ.

აი მაგალითად, ფრანგი პორნო-ვარსკვლავი, ვირჟინ კაპრისისი ქარცეცხლიანი სექსის გარდა, ნათელმხილველობითაცაა დაკავებული და როგორც მავანნი ამბობენ, ამ ქალმა არაერთი ისეთი მატჩის შედეგი გამოიცნო, რომელთა გამოცნობა ყველაზე გამოცდილ მეფსონეებსაც კი გაუჭირდებოდათ.

ვირჟინ კაპრისისს წესად ჰქონია, რომელიმე მატჩის სავარაუდო ანგარიშს ბამბის ნაყინივით აფუებულ მკერდზე იწერს, მერე ამ მკერდს ფოტოს უღებს და ამით ამტკიცებს, რომ აფერისტობას მასთან ნაკლები შეხება აქვს. აფერისტობა რად უნდა ქალს, რომელსაც სახეზეც და სხვა ადგილებშიც სრული სიალალე და პატიოსნება აწერია!

0.145638