ფეხბურთი

21:30 | 19.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩების სიმბოლური

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩების სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

საუკეთესო თერთმეტეულში ორ-ორი მოთამაშე არიან წარდგენილნი: “შალკედან”, პორტოდან” და “პარის სენ-ჟერმენიდან”.

აღსანიშნავია, რომ სიმბოლურში სამი ისეთი მოთამაშეა, რომელთა გუნდი 1/8 ფინალიდან გამოვარდა.

სიმბოლური კი ასე გამოიყურება:

მეკარე:
ჯო ჰარტი (“მანჩესტერ სიტი”);
მცველები: კრისტიან ფუჩსი (“შალკე”), აიმენ აბდენური (“მონაკო”), დავიდ ლუისი, ტიაგო სილვა (ორივე “პარის სენ-ჟერმენი”);
ნახევარმცველები: მარიო სუარესი (“ატლეტიკო”), იესინ ბრაჰიმი, კასემირო (ორივე “პორტო”);
თავდამსხმელები: კლას-იან ჰუნტელაარი (“შალკე”), კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”).

0.118338