ფეხბურთი

18:39 | 19.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: “ჰოლივუდში მივდივარ”

“ქასიმფაშას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ თურქეთში გადაცემა “სპორტულ ღამეში” სტუმრობისას განაცხადა, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც მწვრთნელად მუშაობა არ სურს საფეხბურთო კლუბი “ტრაბზონსფორია”.

როდესაც არველაძეს სამომავლო გეგმებზე ჰკითხეს, მან ჩვეული იუმორით უპასუხა “ჰოლივუდში მივდივარ”.

ასევე, მან დაადასტურა, რომ ჰოლანდიიდან დაუკავშირდნენ, მაგრამ არა კონკრეტული წინადადებით:

“რამდენიმე სატელეფონო ზარი იყო, მაგრამ არა კონკრეტული წინადადებით, არამედ, ჩემი ვითარების გასარკევვად. მე წინადადებებს არ ვითხოვ. ჯერ მხოლოდ ოთხი დღეა უმუშევარი ვარ”.

არველაძის თქმით, გული წყდება, რომ “ქასიმფაშადან” წავიდა, მაგრამ მწვრთნელის სამუშაო ასეთია:

“რა თქმა უნდა, გული ძალიან მწყდება. ჩვენი საქმე რთულია. “ქასიმფაშაში” ბედნიერი ვიყავი. ამის შესახებ “ქონიასთან” მატჩამდე ვფიქრობდი და ვხდებოდი, რომ ეს დრო დადგებოდა. ამიტიმ, ასეთი გადაწყვეტილებისთვის მზად ვიყავი”.

“ტრაბზონში წასვლა არ მსურს. მწვრთნელის სამუშაო ძნელია. ეს ჩემი საყვარელი ადგილია, სადაც ძალიან ვუყვარვარ. არ მსურს, რომ ეს სიყვარული დაიკარგოს. ფეხბურთში ხომ საბოლოოდ ყველაფერი შედეგზეა დამოკიდებული”.

https://www.youtube.com/watch?v=TmkuFw1tn00

0.143274