ფეხბურთი

17:08 | 19.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის გაზრდას ეწინააღმდეგება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია კვიპროსის სუპერლიგაში გუნდების რაოდენობის 12-დან 14-მდე გაზრდას ეწინააღმდეგება. მისი აზრით კიდევ უკეთესი 10-გუნდიანი ჩემპიონატი იქნება. არადა, თავის დროზე მან მხარი აქტიურად დაუჭირა საქართველოს უმაღლესი ლიგაში კლუბების რაოდენობის ჯერ 12-მდე, ხოლო შემდეგ 16-მდე გაზრდას. მითუმეტეს, ორივე შემთხვევაში გათამაშების რეგლამენტი დაირღვა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი shootandgoal.com-ი იუწყება.

თემურ ქეცბაია: “სამწუხაროდ, კარგს ვერაფერს ვიტყვით. ეს თვითმკვლელობაა. ჩვენი ბრალია, რომ ხალხი, რომელსაც ფეხბურთზე წარმოდგენა არ აქვს, გადაწყვეტილებას იღებს.

ყველა ამბობს, რომ 12 გუნდია კარგია, ყველაფერი კარგად მიდის და რაოდენობა უნდა გავზარდოთ. კვიპროსულ ფეხბურთში წარმოუდგენელი ექსპერიმენტებია. იმის მაგივრად, რომ ლიგა გავაუმჯობესოთ, ყოველივე ეს მესმის და თავს კარგად არ ვგრძნობ. 12 თანაბარი ძალის გუნდი არაა და წარმოიდგინეთ, 14 გუნდის შემთხვევაში რა იქნება.

10-გუნდიანი მოდელი კიდევ უფრო უკეთესია. გუნდების გაზრდა ბოლო პერიოდში ჩადენილი ყველაზე დიდი შეცდომა იქნება. საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციაში უნდა გააგზავნონ ხალხი, რომლებსაც ბურთი გაუგორებიათ. თორემ, გამართულ სხდომებში მონაწილოებენ ადამიანები, რომლებსაც ფეხბურთი არასოდეს უთამაშიათ”.

0.121394