რუმინეთის ყველაზე ტიტულიან საფეხბურთო კლუბს, ბუქარესტის “სტიაუას” მომავალ სეზონში თავის რიგებში 22 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველის გიორგი ჭანტურიას ხილვა სურს და მზადაა თვეში ხელფასის სახით 10000 ევრო გადაუხადოს.
ამის შესახებ ექსკლუზიურად ინტერნეტპორტალი fanatik.ro იუწყება, რომელთან საუბარში ჭანტურიამ ბუქარესტელთა ინტერესი დაადასტურა:
“გავიგე, რომ “სტიაუას” ვაინტერესებ, მაგრამ ახლა კლუბს არ ვეძებ. რა თქმა უნდა, “სტიაუაში” თამაში მინდა, რადგან ეს გუნდი ყოველ წელს ტიტულისთვის იბრძვის და ევროთასებზე ასპარეზობს. მომავალში რა იქნება არ ვიცი, მაგრამ ამჟამად მხოლოდ იმას ვფიქრობ, “კლუჟი” ლიგიდან არ გავარდეს”.
fanatik.ro წერს, რომ “სტიაუას” პრეზიდენტს ჯიჯი ბეკალის ქართველი შეძენა თუ სურს, უნდა იჩქაროს, რადგან სეზონის შემდეგ ჭანტურიას შეუძლია ხელშეკრულება ნებისმიერ კლუბთან გააფორმოს.
“ზაფხულში “ვერონაში” დავბრუნდები, რომელთან კონტრაქტი კიდევ 3 წელი მაკავშირებს, მაგრამ მასში ჩადებული პუნქტი, რომლის თანახმად სხვა კლუბში გადასვლა შემიძლია”, - თქვა ჭანტურიამ.