ფეხბურთი

16:33 | 19.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ დე ბრუენს აკვირდება

როგორც leparisien იუწყება, პსჟ-ს 23 წლის ბელგიელი ფეხბურთელის კევინ დე ბრუენის შეძენა სურს. დღეს ევროპა ლიგის საპასუხო შეხვედრაში “ინტერი” “ვოლფსბურგს” უმასპინძლებს, ფრანგული წყაროს ცნობით კი მატჩს პსჟ-ს ერთ-ერთი სკაუტი დაესწრება.

ამ დროისთვის “ვოლფსბურგი” ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს, დე ბრუენი კი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია - მან 25 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

კევინ დე ბრუენმა პროფესიული საფეხბურთო კარიერა 2008 წელს “გენკში” დაიწყო, 2012 წელს კი “ჩელსიმ” შეიძინა, თუმცა ინგლისურ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა. 2012-13 წლები იჯარის წესით “ვოლფსბურგში” გაატარა, 2014 წელს კი გერმანული კლუბის მოთამაშე გახდა.

0.115601