რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე ტიხვინის “ტოსნოს” მეკარემ სერგეი ნარუბინმა, რომელმაც სასტარტო შემადგენლობაში ნუკრი რევიშვილი შეცვალა, “სოვეტსკი სპორტთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველისთვის კონკურენციაში არ უჯობნია.
მას ჟურნალისტმა ასეთი კითხვა დაუსვა:
-სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ ითამაშეთ. შეიძლება ითქვას, რომ ნუკრი რევიშვილს კონკურენციაში აჯობეთ?
სერგეი ნარუბინი: “ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს რამეში ვაჯობე. მნიშვნელობა არ აქვს ვინ თამაშობს, მთავარი გუნდის გამარჯვება და შედეგია”.