ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირს გამოეთიშა.
მეტრეველმა წყვილთა შეჯიბრში პირველივე მატჩი წააგო და ერთეულებშიც იგივე ბედი ეწია. ესპანელ ხერარდ გრანოლერს-პუიოლთან შეხვედრაში ალექსანდრე 5:7, 6:7 (4:7) დამარცხდა.