ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მადრიდის “ატლეტიკოს” ცენტრალური მცველი ჟოაო მირანდა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
ბრაზილიელ ფეხბურთელს “ესპანიოლთან” ფრედ დასრულებული (0:0) შეხვედრის 44-ე წუთზე აბრაჰამ გონსალესთან უხეშობა არ აპატიეს და სასჯელი ერთი მატჩით გაუხანგრძლივეს (მსაჯმა პირდაპირ წითელი ბართი უჩვენა მირანდას და ერთ მატჩს ავტომატურად ტოვებდა).
ჟოაოს “ხეტაფესთან” და “კორდობასთან” გასამართი მატჩების გამოტოვება მოუწევს.
მიმდინარე სეზონში 30 წლის მცველმა 28 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.