დღეს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩები იმართება. ექვსი შეხვედრა უკვე დამთავრდა, ბათუმის “დინამომ” ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა და რადგან “დილამ” ლანჩხუთში უგოლო ფრე ითამაშა, მეორე ადგილზე აინაცვლა. მოიგო “სამტრედიამაც. “ჩიხურამ” “კოლხეთი” გაანადგურა. მეგრულ დერბიში კი “ზუგდიდმა” “მერანს” აჯობა.
18 მარტი
სიონი (ბოლნისი) - შუქურა (ქობულეთი) 1:3 (1:2)
გოლები: 1:0 დავით საჯაია (16), 1:1 ლუის დორნელესი (32), 1:2 პაულო მარტინსი (45), 1:3 ადრიან პუკანიჩი (48)
ჩიხურა (საჩხერე) - კოლხეთი (ფოთი) 5:1 (1:1)
გოლები: 1:0 ლაშა კუჭუხიძე (27), 1:1 შოთა ჯიქია (37), 2:1 თორნიკე მუმლაძე (81), 3:1 ლაშა კუჭუხიძე (84), 4:1 გია ჩადუნელი (89საკ. კარში), 5:1 მიხეილ სარდალიშვილი (90,პენ)
გურია (ლანჩხუთი) - დილა (გორი) 0:0
სამტრედია - ზესტაფონი 3:0 (1:0)
გოლები: 1:0, 2:0 თორნიკე კაპანაძე (19,60), 3:0 დავით კვირკველია (90)
დინამო (ბათუმი) - ვიტ-ჯორჯია (თბილისი) 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 გიორგი ქავთარაძე (5), 1:1 ელგუჯა ლობჟანიძე (55), 2:1 გიორგი ბერიაშვილი (74)
ზუგდიდი - მერანი (მარტვილი) 3:0 (3:0)
გოლები: 1:0 ლაშა ღონღაძე (35), 2:0 შოთა ლომია (37), 3:0 ლევან წურწუმია (44)
ტორპედო (ქუთაისი) - ცხინვალი
ქუთაისი, ცენტრალური, 17:00
მსაჯები: ჯ.ხორავა, ბ.ჭიჭინაძე, ს.სპიცინი, ზვ.ტუღუში (სათადარიგო)
დინამო (თბილისი) - მეტალურგი (რუსთავი)
თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა", 17:00
მსაჯები: ი.კვრიკაშვილი, დ.ჩიგოგიძე, ზ.ბერულავა, გ.ავაზაშვილი (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: რევაზ ბარამიძე (მეტალურგი)
მეგოლეები:
10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)
8 - ირაკლი მოდებაძე (დილა)
7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა),
6 – დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), გიორგი ილურიძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე - ზესტაფონი)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლია ქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;