L’Equipe-ს ცნობით, მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი ფრანკ რიბერი ვარჯიშს დაუბრუნდა.
ფრანგმა ფეხბურთელმა “ვერდერთან” (4:0) მატჩი კოჭის ტრავმის გამო გამოტოვა. როგორც წყარო იუწყება, რიბერიმ ინდივიდუალურად ივარჯიშა, თუმცა ბოლომდე გამჯანმრთელებული არაა და ნაკლებად სავარაუდოა “ბაიერნს” ბუნდესლიგის 26-ე ტურის მატჩში“გლადბახის” წინააღმდეგ დაეხმაროს.