ფეხბურთი

15:34 | 18.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სტოიჩკოვი: “რონალდუს გასაყიდად კარგი დროა”

წარსულში ცნობილი ბულგარელი ფეხბურთელი ხრისტო სტოიჩკოვი მიიჩნევს, რომ რონალდუ კარიერას მადრიდის “რეალში” ვერ დაასრულებს.

“ადრე თუ გვიან კრიშტიანუს პერესი გაყიდის. მსოფლიო ფეხბურთი ასეთი რამაა, დამოკიდებულია კლუბის პრეზიდენტზე. არ ვიცი “რეალის” პრეზიდენტი ფულის ნაკლებობას განიცდის თუ არა, თუ ასეა, პორტუგალიელის გასაყიდად კარგი დროა.” – განაცხადა “ბარსელონას” ყოფილმა თავდასხმელმა.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მადეირელ ვარსკვლავს ყოფილ კლუბს “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელები პორტუგალიელის შეძენას ზაფხულში შეეცდებიან.

0.11308