კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ “მანჩესტერ სიტისთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
“ბლაუგრანა” 22 მარტს გვიან ღამით “რეალთან” “ელ კლასიკო” გამართავს.
ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ამ ეტაპზე ბარსელონელები მხოლოდ “ქალაქელებთან” დაპირისპირებაზე ფიქრობენ.
“გონებაში მხოლოდ ერთი მატჩი გვიტრიალებს - ეს “მანჩესტერ სიტისთან” დაპირისპირებაა და არა “ელ კლასიკო”. თუ მხოლოდ გასვლაზე ვიფიქრებთ, შესაძლოა საშიში იყოს. ჩვენი მიზანია მოვიგოთ მატჩი და ვითამაშოთ მოწინააღმდეგეზე უკეთესად. არ მგონია “სიტი” გადაღლილად გამოიყურებოდეს. დარწმუნებული ვარ, შემდეგი ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. გარანტირებული არაფერი გვაქვს. ასე რომ, მნიშვნელოვანი მატჩი გველის.” – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
“ბარსელონამ” ბოლო 6 შეხვედრიდან 5 მოიგო, ხოლო “სიტიმ” 6-დან 3 წააგო.