სხვა

13:57 | 18.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ წოდებაში დაწინაურება გაინაღდა

მარტის სუპერტურნირზე მოასპარეზე ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) და წოდებაში დაწინაურება გაინაღდა.

გაგამარუმ 3 მარცხის ფონზე მე-8 გამარჯვება (იორიტაოშით) აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ოსუნაარაშისთან იზეიმა. შეგახსენებთ, რომ ქართველი გოლიათი ჰარუ ბაშოზე დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ირჯება, რომელსაც მომდევნო ტურნირისთვის უკეთეს ტიტულზე გაცვლის.

გაგამარუს შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა იკიოი იქნება, რომელთანაც ხუთივე გასული ორთაბრძოლა წაგებული აქვს.

მცირე ჩავარდნა დაეწყო ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ლევან გორგაძეს, რომელმაც იოკოძუნა ჰარუმაფუჯის ძლევის შემდეგ, ზედიზედ მე-3 მარცხი განიცადა და უარყოფით ბალანსზე (5 მოგება, 6 წაგება) გავიდა.

ტოჩინოშინმა მორიგი შერკინება ოძეკი კოტოშოგიკუსთან გამართა და იორიკირით დამარცხდა. ქართველ სეკიტორს 19 მარტსაც მძიმე შეხვედრა ელის, რადგანაც კიდევ ერთ ოძეკი კისენოსატოს გაეჯიბრება. ამ სუმოისტების დაპირისპირებაში, იაპონელი 11:3-ს იგებს.

ჰარუ ბაშოს ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელმაც მიჯრით მე-11 გამარჯვება ოძეკი გოეიოდოსთან იზეიმა და უახლოეს კონკურენტებს – სეკივაკე ტერუნოფუჯის უკვე 2 მოგებით გაუსწრო.

მარტის ბაშოს მე-11 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა 1:13-დან, ტოჩინოშინის - 11:54-დან

0.118485