ვეტერანი ნიდერლანდელი ნახევარმცველის, ვესლი სნეიდერის მოდელი ცოლი, იოლანდა ვან კასბერგენი, ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ, საბოლოოდ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისთვის და შვილებისათვის, უმჯობესი იქნებოდა ქმრის გვარზე თუ გადავიდოდა.
აქამდე მშვენიერი იოლანდა ქვას აგდებადა და თავს უშვერდა – მე პოპულარული და წარმატებული ქალი ჩემი გვარით გავხდი და ეგღა მაკლია ქმრის გვარი მივიტყეპოო, მაგრამ გავიდა წლები, ეს ჩვენი იოლანდაც ჰოლანდიური მონასტრული ლუდივით დადგა, დასერიოზულდა და მიხვდა, რომ პრაგმატული მნიშვნელობით, მაინც ქმრის გვარზე გადასვლა ჯობია.
ამ წყვილს ამსტერდამის მთავარი კათედრალის მადლი ფარავდეს, მაგრამ რამე რომ იყოს და დაშორება მოინდომონ, როდესაც იოლანდა ქმრის გვარზე იქნება, ქონების გაყოფის ამბავში ეს იოლანდას მხარეს დამატებითი ფაქტორი იქნება. განშორება კიდევ ისეთი რამეა, სიკვდილისა არ იყოს, ვის როდის მიუკაკუნებს კარზე – არავინ იცის...