საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის დასკვნით ტურში ჩრდილოეთ ირლანდიას 4:2 მოუგო და ტურნირი სამი ქულით დაასრულა.
პირველი ტაიმში ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქის კარში ორი უპასუხო გოლი გაიტანეს. მე-6 წუთზე ანგარიში ბუღრიძემ გახსნა, 33-ე წუთზე კი არაბიძემ ორამდე გაზარდა სხვაობა. მეორე ტაიმის დასაწყისში არაბიძემ დუბლი შეასრულა, რასაც ქართველთა კარში პირველი გოლი მოჰყვა. მე-60 წუთზე ლავერმა შეამცირა სხვაობა, თუმცა გვასალიამ აღადგინა სამბურთიანი უპირატესობა. მატჩის საბოლოო ანგარიში თამაშის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე კინგმა დააფიქსირა.
პარალელურად გამართული ბელგიისა და ჰოლანდიის 17-წლამდე ნაკრებთა მატჩი 0:0 დასრულდა.
ჯგუფში პირველი ადგილი 7 ქულით ბელგიის ნაკრებმა დაიკავა, მეორე ადგილზე კი ჰოლანდიის გუნდი გავიდა. ქართველმა მოთამაშეებმა სამი ქულით მესამე ადგილი დაიკავეს, ჩრდილოეთ ირლანდია კი 1 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდა.
ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ბელგიის გუნდმა მოიპოვა, ჰოლანდიის ნაკრებმა კი შესაძლოა საუკეთესო მეორე ადგილოსნის როლში მოახერხოს ევროპის ჩემპიონატზე თამაში.
U17. ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მესამე ტურის მატჩი
ჩრდილოეთ ირლანდია – საქართველო 2:4 (0:2)
გენდტი, “სპორტპარკ ვალბურგენი”
ჩრდილოეთ ირლანდია: გარტსაიდი, ნათან კერი, მაიკლ კერი, კინგი (კაპიტანი), ჰამილი, გორდონი (რუნი 41), იანგი (მაკლინი 55), კონატი, მაკკი, ლავერი, შევლინი (იალოუ 41)
მთავარი მწვრთნელი: ჯიმ მაგილტონი
საქართველო: ჩოჩიშვილი, ბერძენაძე, ლოჩოშვილი, კობოური, ბულუხაძე, კუხიანიძე, ნიკოლაშვილი (ყურაშვილი 66), არდაზიშვილი (სამურკასოვი 62), გვასალია, არაბიძე, ბუღრიძე
მთავარი მწვრთნელი: გოჩა ტყებუჩავა
გოლები: 0:1 ბუღრიძე (6), 0:2, 0:3 არაბიძე (33, 48), 1:3 ლავერი (60), 1:4 გვასალია (75), 2:4 კინგი (80+4)
მთავარი მსაჯი: მილან ილიჩი (სერბეთი)
ბელგია - ჰოლანდია 0:0
1. | ბელგია | 3 | 2 | 1 | 0 | 8:0 | 7 | |
2. | ჰოლანდია | 3 | 1 | 2 | 0 | 3:1 | 5 | |
3. | საქართველო | 3 | 1 | 0 | 2 | 4:8 | 3 | |
4. | ჩრდილოეთ ირლანდია | 3 | 0 | 1 | 2 | 3:9 | 1 |