საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის ჯგუფური ტურნირის დასკვნით ტურში ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს ეთამაშება. პირველი ტაიმში გოჩა ტყებუჩავას გუნდმა ორი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს.
მე-6 წუთზე ანგარიში ბუღრიძემ გახსნა, 33-ე წუთზე კი არაბიძემ ორამდე გაზარდა სხვაობა.
პარალელურად მიმდინარეობს ბელგიისა და ჰოლანდიის 17-წლამდე ნაკრებების მატჩი, სადაც პირველმა ტაიმმა გოლის გარეშე ჩაიარა.
ჩრდილოეთ ირლანდია: გარტსაიდი, ნათან კერი, მაიკლ კერი, კინგი (კაპიტანი), ჰამილი, გორდონი, იანგი, კონატი, მაკკი, ლავერი, შევლინი
მთავარი მწვრთნელი: ჯიმ მაგილტონი
საქართველო: ჩოჩიშვილი, ბერძენაძე, ლოჩოშვილი, კობოური, ბულუხაძე, კუხიანიძე, ნიკოლაშვილი, არდაზიშვილი, გვასალია, არაბიძე, ბუღრიძე
მთავარი მწვრთნელი: გოჩა ტყებუჩავა