ჭადრაკი

21:43 | 17.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ტურის შემდეგ ხოტენაშვილი და ჯავახიშვილი დაწინაურდნენ

დღეს, სოჭში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის, რომელშიც 64 სპორტსმენი მონაწილეობს. ოლიმპიური სისტემით მიმდინარე ჩემპიონატის 1/32-ფინალის პირველ ტურში, შეიძლება ითქვას, ქართველ მოჭადრაკეებს არ გაუმართლათ. ასპარეზობის მონაწილე 6 ქართველიდან, მინიმუმ ერთი 1/16-ფინალისტი გვეყოლება, რადგან ლელა ჯავახიშვილი სოფო გურამიშვილს ეთამაშება.

პირველ შეხვედრაში ჯავახიშვილმა, რომელიც თეთრებით თამაშობდა, შეძლო გამარჯვების მოპოვება და სერიაში 1:0 დაწინაურდა. ასევე გაიმარჯვა შავებით მოთამაშე, ქართველი მოჭადრაკეებიდან ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე, ბელა ხოტენაშვილმა, რომელსაც კუბრა ოზთურქის სახით ჩვენი თანამემამულეებიდან ყველაზე სუსტი მეტოქე ჰყავდა.

გთავაზობთ პირველი ტურის შედეგებს ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით

კუბრა ოზთურქი (თურქეთი) – ბელა ხოტენაშვილი 0:1

სუკანდარ ხარისმა (ინდონეზია) – სალომე მელია 0.5:0.5

ნინო ხურციძე – ეკატერინე კოვალევსკაია (რუსეთი) 0:1

მერი არაბიძე – ელიზაბეტ ტეტცი (გერმანია) 0.5:0.5

ლელა ჯავახიშვილი – სოფო გურამიშვილი 1:0

თეთრი ფიგურებით თამაშობდნენ პირველად დასახელებული მოჭადრაკეები, რომლებიც მეორე ტურში, ოთხშაბათს, შავებით იასპარეზებენ.

შეგახსენებთ, რომ ორმა ტურმა თუ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, დამატებითი პარტიები გაიმართება.

0.121368