ფამაგუსტას “ანორთოსისის” ნახევარმცველი 26 წლის ირაკლი მაისურაძე მომავალ სეზონშიც ხსენებულ კვიპროსულ კლუბში ითამაშებს.
ინტერნეტპორტალ shootandgoal.com-ის ინფორმაციით, შარშან ზაფხულში ქართველმა ფეხბურთელმა “ანორთოსისთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა გაგრძელების პერსპექტივით. ვინაიდან მხარეებისთვის პირობები მისაღებია, მაისურაძე “ანორთოსისში” დარჩება.
რაც შეეხება აბურჯანიას, shootandgoal.com-ის ცნობით, 20 წლის ნახევარმცველით არაკვიპროსული კლუბებია დაინტერესებული. თუმცა, ქართველის შეძენის მსურველს “ანორთოსისისთვის” თანხის გადახდა მოუწევს. აბურჯანიას კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, მაგრამ შეთანხმების თანახმად, კლუბს ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება შეუძლია, რასაც გააკეთებს.