ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა სოციალურ ქსელში გიორგი ქინქლაძის მიერ 19 წლის წინ “საუთჰემპტონის” კარში გატანილი გოლი გაიხსენა.
1996 წლის 16 მარტს “მანჩესტერ სიტიმ” “მეინ როუდზე” 2:1 დაამარცხა “საუთჰემპტონი”. 33-ე წუთზე ანგარიში ქართველმა ფეხბურთელმა გახსნა, 6 წუთში კი დუბლი შეასრულა. სტუმრებმა პრესტიჟის გოლი 66-ე წუთზე გაიტანეს, “სიტის” პოლ ტისდეილმა გაუტანა.
იმ დროისთვის მანჩესტერული კლუბის მთავარი მწვრთნელი ყოფილი ფეხბურთელი, ინგლისის ნაკრებთან ერთად 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ალან ბოლი იყო. “საუთჰემპტონის” შემადგენლობაში კი კლუბის ლეგენდად აღიარებული მეტ ლე ტისიე თამაშობდა.
https://www.youtube.com/watch?v=HNOO8RMMk_g